fbpx

მეცნიერებმა უჯრედებში „კიბოს მკვლელი“ კოდი აღმოაჩინეს


გააზიარე სტატია

 

 

ადამიანის სხეულის ყველა უჯრედი ე.წ. მკვლელ კოდს შეიცავს, რომლის გააქტიურებაც უჯრედის თვითგანადგურებას იწვევს – ასეთი აღმოჩენა გააკეთეს ილინოისში (აშშ) Northwestern University-ს მკვლევრებმა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიძლება გამოიყენონ.

მკვლევრების აზრით, მავნე უჯრედებს შეიძლება,  “გარედან ვუბიძგოთ” თვითგანადგურებისკენ – სხეულში ტოქსიკური ნივთიერებების  შეყვანის გარეშე, რაც შესაძლოა კიბოს მკურნალობაში ქიმიოთერაპიის დასასრულის დასაწყისადაც კი იქცეს.

დღესდღეობით როგორც კი უჯრედის შიდა დამცავი სისტემა “იგრძნობს” კიბოს უჯრედად მუტაციის საშიშროებას, ის თავად ააქტიურებს ხოლმე “მკვლელ კოდს”, რომელიც უჯრედის რიბონუკლეინის მჟავასთანაა (RNA) გაერთიანებული. მეცნიერების ვარაუდით, ეს კოდი დაავადებებისგან სხეულის დასაცავად 800 მილიონი წლის წინ განვითარდა, თუმცა “მკვლელი კოდი” ბუნებრივ მდგომარეობაში ხშირად არაა ეფექტიანი სიმსივნეების წინააღმდეგ. ამის გამო მათ წამლების მეშვეობით ხელოვნურად ააქტიურებენ ხოლმე.



Breakthrough? Researchers at Northwestern University found that our cells can kill themselves

ახალი აღმოჩენის პლუსი ისაა, რომ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ სინთეტურად მიიღონ მუტირებული უჯრედების “მკვლელი კოდი”, რამაც პაციენტს შესაძლოა თავიდან ააცილოს დამანგრეველი ქიმიოთერაპია.

“ახლა, როცა უკვე ვიცით როგორია “მკვლელი კოდი”, ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ ეს დამცავი მექანიზმი ქიმიოთერაპიის გამოყენებისა და გენომში ჩარევის გარეშეც,  – ამბობს კვლევის ავტორი მარკუს პიტერი – Northwester University-ს მედიცინის სკოლის პროფესორი, – ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ ეს პატარა რიბონუკლეინის მჟავები, შევიყვანოთ ის დაავადებულ უჯრედში და ავამოქმედოთ თვითგანადგურების ჩამრთველი.”

მარკუს პიტერი:

“ჩემი მიზანი არ ყოფილა ახალი ტოქსიკური სუბსტანციის გამოგონება. მე მინდოდა მივყოლოდი ბუნებრივ საშუალებებს. მსურდა გამომეყენებინა ბუნებისვე შექმნილი მექანიზმი.

ჩვენ მიერ ჩატარებული ორი კვლევის მიხედვით შევიტყეთ, რომ  უკვე შეგვიძლია შევქმნათ ორი მიკრო რიბონუკლეინის მჟავა (RNA), რომლებიც უფრო ეფექტიანად  გაანადგურებენ კიბოს, ვიდრე ეს ბუნებრივად არსებულ მჟავებს შეუძლიათ.

თუმცა, ამ ტექნოლოგიით თერაპიის დაწყებამდე ჯერ კიდევ ბევრი წელი გვაშორებს”.

 

 

ავტორი: პიტერ ლოიდი

ორიგინალი: https://dailymail.co.uk


რეკომენდებული სტატიები
კიბოს მართვა შეიძლება
Play Video

კიბოს მართვა შეიძლება

კიბოს მართვა შეიძლება
სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის ახალი მეთოდის აღმოჩენისათვის მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2018 წელს ნობელის პრემიის ორი ლაურეატი გამოვლინდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.