fbpx

კურორტი შოვი – ფოტორეპორტაჟი


გააზიარე სტატია

 

ეს ფოტოები ცოტა ხნის წინ რაჭაში, ძველი სანატორიუმის ტერიტორიაზე ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ გადაიღო. ფოტოპროექტი შემოდგომის რაჭის ბუნებასა და კურორტ შოვის კომპლექსის 4 შენობის დღევანდელ მდგომარეობას წარმოგვიდგენს.


ბილი ბილიხოძე, ფოტოგრაფი:

„ამ ნაგებობებს ზოგი სტალინის, ზოგიც რომანოვების ოჯახის  სახლს ეძახის, მაგრამ როგორც ცნობილია, შოვში არცერთს ფეხი არ ჩაუდგავს. აქ ოდესღაც სტალინს მართლა აუშენეს საზაფხულო რეზიდენცია, ოღონდ ბელადი გზაში მოწამლულა და უწერიდან უკან  მობრუნებულა. იმის მერე რაჭაში აღარც ყოფილა და ის რეზიდენცია დღეს აღარ არსებობს, (ერთადერთი ძველი ფოტოა დარჩენილი).

ეს ვილები დღეს სხვადასხვა ადამიანების კერძო საკუთრებებია, ხოლო ამ მდგომარეობაში კი იმიტომაა რომ ამ უძრავი ქონების ნაწილის შემთხვევაში სავარაუდოდ ჯერ კიდევ სასამართლო დავები მიმდინარეობს, ნაწილისთვის კი ჯერ კიდევ ინვესტორს ელოდებიან, და ლპება ასე ეს ოთხივე შენობა.

შოვში პირველად 2008 ვიყავი და ის მძაფრი შეგრძნება, რაც ამ შენობების ნახვისას განვიცადე სულ მომყვებოდა. მაშინ ფოტოებს არ ვიღებდი და ეს ბოლო წლებია ვერ მოვხვდი რატომღაც რაჭაში. და აი, როგორც იქნა წელს მომეცა საშუალება ავსულიყავი და გადმომეცა ის 10 წლის წინანდელი შეგრძნებები.

სამწუხაროდ ამ 10 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი შეცვლილა შოვისთვის, იქ დრო გაყინულია.”


 

 


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
არქიტექტურის ფოტოგრაფია

არქიტექტურის ფოტოგრაფია

არქიტექტურის ფოტოგრაფია
წარმოგიდგენთ ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებმაც სახელი ინდივიდუალური  ხელწერით გაითქვეს და ამავე დროს, ხელი შეუწყვეს არქიტექტურის ფოტოგრაფიის, როგორც ჟანრის განვითარებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.