fbpx

HP პრინტერი, რომელიც პრინტერს არ ჰგავს


გააზიარე სტატია

 

HP Tango – ახალი თაობის სახლის პრინტერია, რომელსაც არ სჭირდება კომპიუტერთან წვდომა და  სპეციალურად მობილური გაჯეტებით იმართება.

კომპანია HP-ის დიზაინერებმა ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეს მოწყობილობის ვიზუალურ მხარეს. ის საერთოდ არ ჰგავს ტიპურ პრინტერებს, ხის ბრენდულ ბუდეში მოთავსების შემთხვევაში კი, იდეალურად ერწყმის სახლის ინტერიერს.

პრინტერთან კავშირი მობილურ მოწყობილობებში ინტეგრირებული პროგრამით HP smart-ით ხორციელდება. ინტერნეტის დახმარებით კი შესაძლებელია ნებისმიერი მასალის ამობეჭდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სისტემას გააჩნია დოკუმენტების სკანირების ფუნქციაც.

HP Tango უსადენო გაჯეტია, რომელიც სახლის პირობებში Wi-Fi კავშირით მუშაობს. საინტერესოა ისიც, რომ ამობეჭდვის ბრძანება მომხმარებელს შეუძლია ისეთი ხმოვანი ასტისტენტების მეშვეობით გასცეს, როგორებიცაა –  Microsoft Cortana, Google Assistant და Amazon Alexa.

HP Tango-ს აქვს შავ-თეთრ და ფერად ფორმატში ბეჭდვის შესაძლებლობები. კარტრიჯის გამოცვლის შეტყობინებას მომხმარებელი ავტომატურად იღებს  მობილურ მოწყობილობაზე.

კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, პრინტერის ფასი  ბუდის ჩათვლით 200 დოლარია.

 


რეკომენდებული სტატიები
გაჯეტომანია: ჰიუნდაის აუდიოსისტემა, მობილურის დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მონებივრეთათვის

გაჯეტომანია: ჰიუნდაის აუდიოსისტემა, მობილურის დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მონებივრეთათვის

გაჯეტომანია: ჰიუნდაის აუდიოსისტემა, მობილურის დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მონებივრეთათვის
Hyundai-ს ახალი აკუსტიკური სისტემა, AirSelfie მინიატურული დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მუშაობისა და გართობისათვის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.