fbpx

8 ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

Breaking Bad-ის მიხედვით ფილმს გადაიღებენ

Breaking Bad

იდეის ავტორი სერიალის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი ვინს გილიგანია. გილიგანმა დაახლოებით ორსაათიან ფილმზე მუშაობა უკვე დაიწყო.  სურათის სიუჟეტურ ხაზზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, ასევე უცნობია, ითამაშებენ თუ არა ფილმში სერიალის მთავარი გმირები ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი.

წყარო: https://variety.com/2018/

 

მომღერალი ვაჟა მანია ამერიკულ ნიჭიერში მონაწილეობს

Image may contain: 1 person, smiling, standing and text

აღსანიშნავია ისიც, რომ მომღერალმა მუსიკალური განათლება ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში მიიღო. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი ფესტივალი „თეთრი ხიდი“ დაარსდება

კინოფესტივალი 2019 წლიდან ყოველწლიურად  გაიმართება ქუთაისში. კინოცენტრის ცნობით, ფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქუთაისის ქართული კინოს ფორუმზე 16-19 ნოემბერს გაასაჯაროებენ. ახალი ფესტივალის შესახებ ვიდეომიმართვაში  ცნობილი ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და არაერთი ქართული ფილმის სცენარის ავტორი, ქუთაისში დაბადებული რეზო გაბრიაძე ისაუბრებს.

 

ქართველი კინემატოგრაფები მინსკში, „ლისტაპადის“ ფესტივალში მონაწილეობენ

შვედური განვითარების პროგრამაში ორი დოკუმენტური ფილმის პროექტი მონაწილეობს – „სცენა“ და „სტალინი დღეს“. „სცენის“ რეჟისორია გიორგი ვარსიმაშვილი, პროდიუსერი კი მარიამ ჭაჭია. რაც შეეხება პროექტს „სტალინი დღეს“,  მისი რეჟისორი ქეთი ნოზაძეა, პროდიუსერი – სიმონე ბაუმანი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფილმების პროგრამის ჟიურის წევრი ასევე ქართველი რეჟისორი რატი ონელია.

„ლისტაპადის“ ფესტივალი ბელარუსის დედაქალაქში 2-9 ნოემბერს იმართება.

წყარო: https://eng.belta.by/

 

16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს

Image result for 16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს

კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.

რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისი კინომოყვარულთათვის ნამდვილი ეპიცენტრი იქნება, რადგან იქ თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები. კინოფორუმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამა – „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში” კინოკრიტიკოსებისა და კინობლოგერებისთვის ვორქშოპს გამართავს.

წყარო: http://www.gnfc.ge/geo/

 

 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით რუსუდან გორგილაძის „კერძთაყვანისმცემლობა საქართველოში“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

 წიგნი გამომცემლობა Conte Verlag-მა გამოსცა. ის გერმანულ ენაზე ალექსანდრე კარტოზიამ თარგმნა.

 

11 ნოემბერს ნატო დავითაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

Image may contain: text, outdoor and nature

ნატო დავითაშვილის ახალი წიგნი „დაბრუნება“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება და ოთხ მოთხრობას აერთიანებს, თუმცა მკითხველს მათში ერთი საერთო ამბის ამოცნობაც შეუძლია. ეს არის წიგნი ჩვენს სამყაროზე, რომელიც შესაძლებელია ასეთიც იყოს – ადამიანებითა და სხვებით დასახლებული.

წყარო: https://www.facebook.com/events/203107907255537/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.