fbpx

6 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნიკო ფიროსმანის ნახატები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

2018 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში – K20-Kunstsammlung NRW ნიკო ფიროსმანის 5 ნახატი გამოიფინება. მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა Museum global – Microhistories of an Ex-centric Modernism.

ფიროსმანის სურათებთან ერთად დამთვალიერებელი ასევე იხილავს პიკასოს, ლეჟეს, მოდილიანის,  კანდინსკის, შაგალისა და სხვათა ნამუშევრებს. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის, ასევე მსოფლიოს ცხრა  ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმების ექსპონატები. 

 

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-11 საერთაშორისო გამოფენა – არტისტერიუმი 9-19 ნოემბერს გაიმართება.

Image may contain: 2 people

წყარო: https://www.facebook.com/

 

რუსი თეატრისა და კინოს რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, ციურიხის ოპერაში მოცარტის Così Fan Tutte-ზე სპექტაკლს დადგამს

რეჟისორი 2017 წლის აგვისტოდან შინაპატიმრობაშია და სასამართლო პროცესს ელის. რუსეთის მთავრობა მას გადასახადების დამალვაში ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სერებრენიკოვი სპექტაკლის რეპეტიციებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ადევნებს თვალს. მას USB-ის საშუალებით ჩანაწერებს უგზავნიან და შემდეგ მითითებებს ისიც ვიდეოს საშუალებით აგზავნის. ამ ფოტოზე სწორედ ეს პროცესი ჩანს.

წყარო: https://www.nytimes.com

 

9 ნოემბერს “ბასიანში” ბერლინელი დიჯეისა და პროდიუსერის, Hector Oaks-ის ახალი ალბომის – As We Were Saying-ის ღამე გაიმართება

წარმოშობით ესპანელი არტისტის სტუდიური ნამუშევარი 2018 წლის დეკემბერში Bassiani Records-ზე გამოიცემა.

 

პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ

Image may contain: 5 people, people smiling, people standing

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტიანციალი და შესაძლებლობები განიხილეს. ლოს-ანჯელესში პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრები გაიმართა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures. პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს  ახლავს თან, რამაც ამერიკული მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

10 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის “რეკვიემს” მოუსმენთ

იტალიელი კომპოზიტორის ეს ნამუშევარი პირველად 1874 წელს მილანის სან მარკოს ტაძარში აჟღერდა და დღეს ყველაზე ხშირად შესრულებულ საგუნდო ნაწარმოებად ითვლება.

წყარო: https://beta.tkt.ge/

 

ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი იმ ვარსკვლავებს შეუერთდნენ, რომლებიც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

მსახიობები ვიდეომიმართვაში საუბრობენ არჩევნებში წასვლის აუცილებლობაზე და ამბობენ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ ეს არის.

წყარო: https://www.instagram.com

 

 

10 ნოემბერს საქართველოს ბოტანიკური ბაღი თბილისის პირველ თაფლის ფესტივალს მასპინძლობს, რომელსაც საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია ჩაატარებს

Image may contain: food

თაფლის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან მიღებული მრავალფეროვანი ფუტკრის პროდუქტები: თაფლი, ფიჭიანი თაფლი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი, ცვილი, ჭეო. თაფლთან ერთად ფესტივალზე შეძლებთ დააგემოვნოთ ქართული ღვინო, ჩურჩხელა, პური, ჩაი, ყველი, მაყალზე მომზადებული წაბლი და სხვა ტკბილეული.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
ფიროსმანის გამოფენა ვენაში, ალბერტინას მუზეუმში მიმდინარეობს
Play Video

ფიროსმანის გამოფენა ვენაში, ალბერტინას მუზეუმში მიმდინარეობს

ფიროსმანის გამოფენა ვენაში, ალბერტინას მუზეუმში მიმდინარეობს
26 ოქტომბრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვენა, ალბერტინას მუზეუმი, ნიკო ფიროსმანის გამოფენას მასპინძლობს, რომელიც მუზეუმის პირველ სართულზე, სამ დარბაზშია წარმოდგენილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.