13 ნოემბერი დილიდან
ლეგენდარული სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
მარველის კომიქსების შემქმნელი სტენ ლი ლოს-ანჯელესში ორშაბათს, დღის 12 საათზე გარდაიცვალა. მწერალი წლების განმავლობაში ავადმყოფობდა. სტენ ლის შემოქმედებას ეკუთვნის ისეთი პერსონაჟები, როგორებიცაა – რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, თორი და ა.შ.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
გიორგი სიხარულიძემ Arras Film Festival-ზე პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის საუკეთესო პიჩინგისთვის ჯილდო მოიპოვა
წყარო: https://www.facebook.com/
ნახეთ ქართველი მონაწილის, ლუკა ნოზაძის გამოსვლა გერმანულ Voice-ში
გერმანულ Voice-ს კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ჰყავს. ლუკა ნოზაძემ კასტინგი წარმატებულად გადალახა. მან კონკურსის პირველ ტურში ჯეიმს ბეის სიმღერა – Just for Tonight შეასრულა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა. შეგახსენებთ, 2017 წლის გერმანული Voice-ის გამარჯვებული ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გახდა.
წყარო: https://www.youtube.com/
ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება კიუშუ ბაშოზე – ტოჩინოშინმა ნიშიკიგი დაამარცხა
ფოტო: https://img.kyodonews.net
დისნეისა და პიქსარის ანიმაცია – “სათამაშოების ისტორია” მეოთხე ნაწილით დიდ ეკრანებზე 2019 წლის 21 ივნისს გამოვა
წყარო: https://www.youtube.com/
14 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას მოუსმენთ
ღონისძიებაში მონაწილეობას სოპრანოები – ნინო სურგულაძე და იანო ალიბეგაშვილი მიიღებენ. მაყურებელთა წინაშე ასევე ტენორი არმაზ დარაშვილი და ბანი გიორგი ანდღულაძე წარდგებიან.
წყარო: https://beta.tkt.ge/
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება
საქართველოში „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ 7 ფილმი დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მეოთხე ეტაპზე ქართულ მხარეს ივანე პერესტიანის “არსენა ჯორჯიაშვილი” (1921 წ.) და “სურამის ციხე” (1923 წ.), ამო ბეკ-ნაზაროვის “მამის მკვლელი” (1923 წ.), მიხეილ ჭიაურელის “ხაბარდა” (1931 წ.), დავით რონდელის “დაკარგული სამოთხე” (1937 წ.), გელა კანდელაკის “უბედურება” (1980 წ.) და ნუცა ღოღობერიძის “უჟმური” (1934 წ.) გადაეცა.
ქართული დელეგაცია “გოსფილმოფონდში” დაცული ქართული ფილმების საცავებში შენახვის პირობებს, მათი რესტავრაციისა და ბეჭდვის პროცესს ადგილზე გაეცნო. შემოწმდა ფილმების როგორც ორიგინალების, ასევე პირველადი ასლებისა და სამუშაო პოზიტივების მდგომარეობა. ფილმოფონდის რესტავრატორების ჯგუფთან ერთად შეფასდა ჩატარებული სამუშაოები.
რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქართველოში უკვე 34 ქართული ფილმია დაბრუნებული. ფილმსაცავის აშენებამდე ისინი საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.