fbpx

ბინა N 37 – მარანი ღია ცისქვეშ


გააზიარე სტატია

 

თბილისის ყველაზე ჩვეულებრივ დასახლებაში, ვეძისის უბანში, საცხოვრებელი სახლის სახურავზე ყველაზე არაჩვეულებრივი სანახაობა დაგხვდებათ – 43 ქვევრი ღია ცისქვეშ.

აქაურობა არც რესტორანია და არც ტრადიციული გაგებით – მარანი, როგორც ამ სივრცის მეპატრონე ამბობს, ეს არის ბინა ნომერი 37, რომლის კონცეფციაც სტუმარმასპინძლობაზე დგას – თქვენ მიბრძანდებით სტუმრად, სადაც გაგიმასპინძლდებიან სახლის პირობებში დაყენებული ღვინით და homemade ქართული კერძებით.

 

 

მეპატრონე პროფესიით ექიმი  ზურა ნატროშვილია. “მე არ ვარ მეღვინე, მე უბრალოდ ღვინის მოყვარული ვარ და ჩემით ვამზადებ ღვინოს,” – ასე აფასებს საკუთარ საქმიანობას. ბინის კარი თავად გამიღო და მეგზურობაც გამიწია.

 

 

ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ვერანდაა, სადაც უეცრად წყდები ქალაქურ ქაოსს და რაღაც სხვა რეალობაში ხვდები – “ცისქვეშა მარანი” – ქვევრები, ხის საწნახელი, ბუხარი და ეს ყველაფერი თბილისის თავზე.

 

 

ყველაფერი დაიწყო უბრალო იდეით – საგურამოსთან ახლოს საკუთარ მიწაზე ეწარმოებინა ნატურალური ღვინო. მაგრამ გეგმის შესრულება დროს მოითხოვდა. 2015 წელი იყო, ღვინის ფესტივალი ახლოვდებოდა. ზურამ გადაწყვიტა, ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, ღვინის დაწურვა კი ახალაშენებული კორპუსის ბოლო სართულზე, ჯერ დაუსრულებელ სივრცეში. მან იყიდა 20 პლასტმასის კასრი, აავსო 4 ტონა ყურძნით და აზიდა მე-8 სართულზე. დაწურული ღვინო 2016 წელს ფესტივალზე გაიტანა. სამი სახეობის სასმელმა – რქაწითელი, ქისი და საფერავი – მოწონება დაიმსახურა.

 



კახელი მეღვინეები დაინტერესდნენ ღვინის წარმომავლობით. გაოგნებულები დარჩნენ, როცა ზურამ ამაყად უპასუხა, რომ ეს ღვინო ქალაქის ცენტრში, ბინა 37-ში შეიქმნა.

ამის შემდეგ პროფესიით ექიმმა  ზურა ნატროშვილმა გადაწყვიტა, სწორედ აქ, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე, საცურაო აუზისთვის განკუთვნილ ადგილას ქვევრები ჩაედგა.

 

 

ჩანაფიქრი თავის ოჯახის წევრებს და მეგობრებს გაუზიარა, იდეა სიგიჟედ ჩათვალეს. ყველამ ერთხმად მოითხოვა ფსიქიატრის საქმეში ჩართვა. თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ზურა სერიოზულად გეგმავდა საცხოვრებელი ფართის ათვისებას და სახურავზე მარნის მოწყობას.

საცურაო აუზი მისი 9 წლის შვილისთვის უნდა გაკეთებულიყო. მამამ შვილს თავის გეგმების შესახებ უამბო. ირაკლის მამის იდეა მოეწონა, თავისი სურვილით ყულაბა გახსნა და მცირედი ინვესტიციაც ჩადო – დღეს “ცისქვეშა მარანში” 43 ქვევრიდან 2 ქვევრი მისი კუთვნილებაა. უკვე 10 წლის ბიჭმა მოგებაც ნახა, თუმცა ფული ისევ საქმეში დაატრიალა.

ასე შეიქმნა ოჯახური რესტორანი – ბინა N37, რომლის კარიც ყოველდღე,  დღის პირველი საათიდან ღიაა.

 

 

სამზარეულო მრავალფეროვანია, ქართული. ღვინო რამდენიმე სახის. აქვე ამზადებენ ჭაჭასაც. ბინის მეპატრონე ყველა სტუმარს თავად მასპინძლობს: “ჩვენ კლიენტები არ გვყავს, ჩვენთან მოდიან სტუმრები. ბინა 37-ის კონცეფციაც სწორედ ეს არის.”

 


რეკომენდებული სტატიები
ლილი ვანილი

ლილი ვანილი

ლილი ვანილი
ბრიტანეთის დედაქალაქში კაფე-საცხობი 2010 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დიდი წარმატებით მუშაობს. ახლა უკვე “ლილი ვანილი” თბილისსაც მასპინძლობს, თავისი ლონდონური ხასიათით და ესთეტიკით.
შეფ კონსტანტინე თედელაურის პირადი სამზარეულო

შეფ კონსტანტინე თედელაურის პირადი სამზარეულო

შეფ კონსტანტინე თედელაურის პირადი სამზარეულო
ამ ერთმაგიდიან რესტორანში მენიუ არ აქვთ. არ იცით, რით გაგიმასპინძლდებიან. შეფმზარეული თითოეული სტუმრის ხასიათს ეწყობა და თვითონ ადგენს, რა მოგართვათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.