fbpx

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

ადამიანის ორგანიზმი საოცრად ორგანიზებული და გონიერი სისტემაა. ყველა უჯრედმა, ჰორმონმა, ვიტამინმა თუ მინერალმა იცის, როგორ შეასრულოს  თავისი ფუნქციები ზედმიწევნით. ორგანიზმში წამში დაახლოებით 37 000 000 000 000 (37 სექტილიონი) ქიმიური რეაქცია ხდება. ყველა ამ რეაქციას თავისი მიზანი გააჩნია და ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნებასა და გაგრძელებას ემსახურება.  

ორგანიზმში მიმდინარე მილიარდობით პროცესი ენერგიისა  და სხვადასხვა ნივთიერებების დახმარებით ხორციელდება. ეს ენერგია და ნივთიერებების დიდი ნაწილი ადამიანმა საკვებიდან უნდა მიიღოს, რადგან ორგანიზმს მთლიანად მათი წარმოება არ შეუძლია.

 საკვებიდან მიღებული ვიტამინები, მინერალები, გლუკოზა, ცხიმები, ცილები და წყალი უშუალოდ მონაწილეობენ შიდა პროცესებში და განსაზღვრავენ ჩვენს ჯანმრთელობასა თუ ავად ყოფნას.

ამა თუ იმ სასიცოცხლო ნივთიერებების ნაკლებობა შესაძლებელია უამრავი ქრონიკული დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს. ვინაიდან ნებისმიერ  ჩვენგანს უნიკალური შინაგანი ეკოსისტემა და ცხოვრების რეჟიმი აქვს, ჩვენი ნუტრიციული მოთხოვნილებებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.

აი მაგალითად, ადამიანი, რომელიც იმყოფება ქრონიკული სტრესის ქვეშ, C და B ვიტამინების, თუთიის, სელენის, მაგნეზიუმის და ამინომჟავების ნაკლებობის საფრთხის წინაშე დგას, რადგან სწორედ ამ ნივთიერებებზეა დამოკიდებული  სტრესის რეგულაცია.

თუ ადამიანი მიირთმევს დიდი რაოდენობით რაფინირებულ და შაქრიან საკვებს, მის ორგანიზმში ქრომის და B ვიტამინების დეფიციტი ჩნდება. რეგულარული ვარჯიშის და მოძრაობის მოყვარულებს ესაჭიროებათ  ნატრიუმი, კალიუმი, თუთია და C ვიტამინი, რადგან ვარჯიშის დროს ეს ნივთიერებები ოფლის საშუალებით ორგანიზმიდან გარეთ გამოიდევნება.

ადამიანის ნუტრიციული სტატუსი ასევე დამოკიდებულია მის გენეტიკაზე, ასაკზე, გარემოზე, ადგილმდებარეობაზე, დაავადებებზე, მედიკამენტებზე, სტრესის დონეზე, ცხოვრების  სტილზე, ვარჯიშისა და საკვების მიღების წესებზე.

სასიცოცხლო ნივთიერებების მიღების საუკეთესო გზა ყოველთვის  საკვებია. ბუნებრივი გზებით მოყვანილი საკვები პროდუქტები, როგორიც არის ხილი, ბოსტნეული, თხილეული, ბურღულეული, ხორცი, კვერცხი და ჯანსაღი ცხიმები, ორგანიზმს  ყველა სასიცოცხლო ნივთიერებით ამარაგებს.

მაგრამ თანამედროვე დროში არსებობს უამრავი გარემოება, რომელიც აუარესებს საკვები პროდუქტების ხარისხს და მის ნუტრიციულ ღირებულებასაც კითხვისნიშნის  ქვეშ აყენებს.

მაგალითად, თანამედროვე სოფლის მეურნეობის მეთოდები, როგორიც არის ქიმიური სასუქი საშუალებები, ნიადაგის გამოფიტვას იწვევს. ხილი და ბოსტნეული სწორედ ნიადაგიდან იღებს მინერალებს, რომლებიც შემდგომ ჩვენი ორაგნიზმის ყველა ფუნქციაში მონაწილეობენ. თუ ნიადაგი გამოფიტულია, ჩვენი საკვებიც ნუტრიციულად მდარეა. რაფინირებულ  საკვებს (თეთრი პური, მაკარონი, შაქარი, ჰიდროლიზებული ზეთები, ჩიფსები, კრეკერები, გაზიანი სასმელები, ნამცხვრები და კანფეტები) ჩვენი ორგანიზმისთვის არანაირი ნუტრიციული ღირებულება არ მოაქვს. იგი დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, რადგან ამ ტიპის საკვების გადამუშავებაზე უამრავი შიდა სასიცოცხლო ნივთიერებები იხარჯება.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ თანამედროვე ადამიანი გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფება,  რაც ერთი მხრივ, იწვევს უამრავი მინერალის და ვიტამინის ნაკლებობას, მეორე მხრივ კი მოქმედებს საკვების მომნელებელ სისტემაზე. როდესაც კუჭში არ არის სათანადო კუჭის მჟავა, შეუძლებელი ხდება საკვები პროდუქტების დაშლა, დაქუცმაცება და მასში მყოფი სასიცოცხლო ნივთიერებების შეთვისება. ნუტრიციულ უკმარისობას ასევე იწვევს ალკოჰოლი, სიგარეტი, მედიკამენტები, დიდი რაოდენობით კოფეინი და ნარკოტიკული ნივთიერებები.

ნუტრიციული უკმარისობები შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ისეთ ქრონიკულ კონდიციებს, როგორიც არის დიაბეტი, სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის, ძვალ-სახსროვანი, გულ-სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემების  დაავადებები.

მაგრამ, სანამ ორგანიზმი ქრონიკულ კონდიციამდე მივა, ის ყოველთვის ამჟღავნებს გარკვეულ სიმპტომებს, რომლის გათვალისწინებაც დაგვეხმარება უამრავი ხიფათის თავიდან აცილებაში.

გამოდის, რომ რაც უნდა ჯანმრთელ საკვებს მივირთმევდეთ, ნუტრიციული უკმარისობებისგან დაზღვეული მაინც არავინ არ არის. სტრესი, დაბინძურებული გარემო, რაფინირებული საკვები, ალკოჰოლი, შაქარი, სიგარეტი ასე თუ ისე ყველა ადამიანის ყოველდღიურობაა. კარგი ამბავი ის არის, რომ დღესდღეობით არსებობს ორგანიზმის ბალანსის აღდგენის სხვადასხვა გზები, რომელთა შორის დანამატების მიღება ერთ-ერთია.

თუ ადამიანს აქვს ბევრი სიმპტომი, მისი ნუტრიციული უკმარისობის სტატუსი აუცილებლად  ანალიზის საშუალებით უნდა დადგინდეს. ერთ-ერთი ასეთი თმის სპექტრალური ანალიზია.

ნუტრიციული თერაპია შედგენილი უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის მოთხოვნილებებისა და საჭიროების გათვალისწინებით, რადგან არის ვიტამინები და მინერალები, რომელთა დიდი დოზით მიღება ტოქსიკურია.  

არსებობს ასევე დანამატები, რომელთა მიღება არ იწვევს საფრთხეს და რეკომენდებულია. დღესდღეობით დანამატების უამრავი კომპანია არსებობს. აუცილებლად უნდა ავარჩიოთ ისეთი დანამატები, რომლებიც შედგებიან ბუნებრივი, ბიოლოგიურად სუფთა კომპონენტებისაგან. სავალდებულოა მასში არ იყოს სინთეტიკური ვიტამინები და მინერალები, არამედ ეს ნივთიერებები მიიღოთ სამკურნალო მცენარეების, ხილის და ბოსტნეულისგან.

კვლევების თანახმად, დაავადებების თავიდან აცილებისა და ორგანიზმის ბალანსის აღდგენის მიზნით რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:

 

სელის და თევზის ზეთი (ომეგა ცხიმები)

Image result

არსებობს ორი სახის ცხიმი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ იგი საკვებიდან უნდა მივიღოთ. ეს ცხიმებია ლინოლენური მჟავა (ომეგა 6) და ალფა-ლინოლენური (ომეგა 3) მჟავა. ომეგა 6-ს ჩვენ საკმარისად ვიღებთ. ომეგა 3 ცხიმების უკმარისობა კი საკმაოდ ხშირია. `ომეგა 3  უხვად არის ცხიმიან თევზში, სელის ზეთში, ჩიას თესლში, ნიგოზში. ასევე რეკომენდებულია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა თევზის ცხიმის და სელის ზეთის დანამატის სახით მიღება. ომეგა 3 ცხიმს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის და სიმსივნური დაავადებების წარმოქმნის რისკს და შესაძლებელია წარმატებული იყოს რევმატოიდული ართრიტის, ეგზემას, ლუპუსის და სხვა დაავადებების დასარეგულირებლად.

 

ფუტკრის რძე (B ვიტამინები) 

Image result

B ჯგუფის რვა ვიტამინი არსებობს და მათი მიღება ერთად არის რეკომენდებული. B ვიტამინები მონაწილეობენ ორგანიზმის მეტაბოლიზმში, სისხლის უჯრედების წარმოქმნაში, სტრესის დარეგულირებასა და ენერგიის წარმოებაში. B ვიტამინების უკმარისობა გამოწვეულია რაფინირებული და შაქრიანი საკვებით, სტრესით, კუჭის მჟავის უკმარისობით. განსაკუთრებით ხშირია B12-ის ნაკლებობა ვეგეტარიანელებსა და ვეგანებში, რადგან ეს ვიტამინი მხოლოდ ცხოველურ საკვებშია. B ვიტამინების ერთ-ერთი საუკეთესო წყარო “ფუტკრის რძეა”. მასში თავს იყრის შვიდი B ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა და ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტები. “ფუტკრის რძე” არეგულირებს ქოლესტერინს, წნევას, სტრესს, დადებითად მოქმედებს იმუნურ, ნერვულ სისტემასა და ტვინზე. მოერიდეთ, თუ გაქვთ ალერგია თაფლზე.

 

მორინგა (კალცი, კალიუმი, რკინა, თუთია, მაგნეზიუმი, ფოსფორი) 

Image result

ორგანიზმის დაახლოებით 4%-ს მინერალები შეადგენს. მინერალების გარეშე ადამიანის ორგანიზმი ვერ იარსებებს. მათზე დამოკიდებულია უამრავი ბიოქიმიური პროცესი, მაგრამ ორგანიზმს მათი შექმნა არ შეუძლია, ამიტომაც ისინი საკვების ან დანამატების სახით უნდა მივიღოთ. სტრესი, ინფექციები, ანთებითი პროცესები, მედიკამენტები, ალკოჰოლი, გადამეტებული ვარჯიში, რაფინირებული და შაქრიანი საკვები, დაბინძურებული გარემო, მძიმე მეტალები პირდაპირ კავშირშია მინერალების ნაკლებობასთან. მინერალების სასურველი წყაროა მცენარე მორინგა. მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. იგი გამოიყენება დეპრესიის, შფოთვების, დიაბეტის, ყაბზობის, გასტრიტის, წყლულების და ართრიტის დროს. მასში ასევე არის B ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა და C ვიტამინი.

 

D ვიტამინი

Image result

 მართალია, მას ვიტამინს ეძახიან, მაგრამ ის ჰორმონია. D ვიტამინზეა დამოკიდებული კალცის შეთვისება, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის, იმუნური სისტემის, პარაფარისებრი ჯირკვლის, საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობა, წონის კონტროლი. მისი უკმარისობა იწვევს მენტალურ პრობლემებს, დეპრესიას, კანის კონდიციებს, სიმსივნეს, ბავშვებში განვითარების შეფერხებას და უამრავ სხვა ქრონიკულ დაავადებას. D ვიტამინი ორგანიზმში მზის საშუალებით წარმოიშობა. სამწუხაროდ მზისგან დამცავი ლოსიონები დაახლოებით 98%-ით ბლოკავენ UV სხივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის D ვიტამინს. D ვიტამინის უკმარისობა განსაკუთრებით ზამთარში ჩნდება, რეკომენდებულია D ვიტამინის დანამატის სახით მიღება, მაგრამ დანამატი აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინი D3 და არა ვიტამინი D2, რომელიც ტოქსიკურია. რეკომენდებული დოზაა დღეში 400 – 1000 IU (10-100 მიკროგრამი).

ფეხმძიმობის ან ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში დანამატების შესახებ აუცილებლად შეუთანხმდით თქვენს ექიმს. ყოველთვის შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი დანამატები, რომლებიც თავისუფალია სინთეტიკური ნივთიერებებისგან. ასევე გაითვალისწინეთ დანამატის ბოთლზე მითითებული დოზირება.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.