fbpx

ქოვორქინგ სივრცე ბავშვებისათვის


გააზიარე სტატია

 

ნიუ-იორკში, ჩელსის რაიონში საერთაშორისო „ქოვორქინგ“ ქსელმა WeWork – WeGrow-მ კომპანიის თანამშრომლების შვილებისა და ადგილობრივი პატარა მცხოვრებლებისათვის სკოლა გახსნა. პირველ ეტაპზე დაწესებულება რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისათვის, მომავალში კი უფროსკლასელთა ინტეგრირებასაც გეგმავს.

 

 

ერთიანი სამუშაო სივრცის დიზაინი დანიურმა არქიტექტურულმა ბიურო BIG-მა შეიმუშავა. პროექტის ავტორების თქმით, მათი მიზანი ტრადიციული სკოლებისგან კარდინალურად განსხვავებული სივრცის შექმნა იყო, რომელიც სწავლების ინტერაქტიულ პროცესს შეუწყობდა ხელს.

 

930 მ2-ზე არქიტექტორებმა 4 კლასი, სახელოსნოები, მუსიკალური და სამხატვრო სტუდიები, ასევე მოქნილი საზოგადოებრივი სივრცეები განათავსეს. შესაბამისად, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების, მასწავლებლებთან და ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებობა მიეცათ. ინტერიერში მნახველის ყურადღებას იპყრობს ელიფსის ფორმის ობიექტები, რომელთა წყალობითაც სხვადასხვა სივრცეები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმიან.

 

 

 

ყველა ზონაში განლაგებულია ხის თაროები, რომლებიც სიმაღლეში ისეა გადანაწილებული, რომ სხვადასხვა ასაკის პატარებისთვის შესაბამისი თემატური წიგნები იყოს ხელმისაწვდომი. აქ მოსწავლეები ასრულებენ წერით დავალებებს, მეცადინეობენ დამოუკიდებლად ან პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ. სასიამოვნო სამუშაო გარემოს შესაქმნელად ჭერზე დამონტაჟებულია დეკორატიული სანათები, რომლებიც დღის მონაკვეთის შესაბამისად ცვლიან შუქის ინტენსივობასა და ფერებს.

 

 

საჯარო ზონაში კი განლაგებულია დასვენების ოთახები, სადაც მშობლები შვილებს ელოდებიან, მიირთმევენ ყავას და ეკონტაქტებიან პედაგოგებს.

 

 


რეკომენდებული სტატიები
საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული

საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული

საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული
დედაქალაქში  გაჩნდა ინიციატივა -  სახელწოდებით “წეროები მიფრინავენ”.  თბილისის არქიტექტურული ბიენალეს საბავშვო სექციის ფარგლებში,  მოქალაქეების ჩართულობით, მოკლევადიან წინადადებებს განიხილავენ და   შეეცდებიან ისინი  ურბანულ გარემოში განახორციელონ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.