fbpx

როგორ შეიქმნა დედამიწის კონტინენტები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რობინ ენდრიუსი

 

ჩვენი ბედი პლანეტა დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესების ხელშია. ახლად გამოქვეყნებული რუკები ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა.

საუბარი, რა თქმა უნდა, ფილების ტექტონიკას ეხება. ეს პროცესი, იმის მიხედვით, თუ ვის ჰკითხავ – 3.5 მილიარდი წლის წინ, ან 1 მილიარდი წლის წინ დაიწყო.

ჩვენი პლანეტის ზედაპირი გამუდმებით იცვლება იმის გამო, რომ  ოკეანის ქერქს შეუძლია გაცივდეს, გამაგრდეს და გავარვარებულ, მაგრამ მაინც მყარ მანტიაში ჩაიძიროს.

დროთა განმავლობაში, ამოუცნობი ციკლის შედეგად, ჩვენ სუპერკონტინენტები და, მოგვიანებით, მათი ნაშალები მივიღეთ. დაივიწყეთ პანგეა – ერთმანეთთან დაკავშირებული გიგანტური კონტინენტური მასები მანამდეც არსებობდა და მომავალშიც მრავლად იარსებებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ დედამიწის შიგთავსი საკმარისად ცხელი დარჩება.

ამ პროცესს კომპლექსური მიზეზები აქვს, მაგრამ სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ავსტრალიის ნაწილი, შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი ტერიტორიის თავზე მდებარეობდეს. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ არის ასეთი ვულკანები, კოლოსალური მიწისძვრები, ოკეანეების ავზები და თავად ატმოსფეროც კი.

 

ეს რუკები საოცრად დეტალურია. PALEOMAP

 

რუკების შექმნის საქმეში დიდი წვლილი პროფესორ კრისტოფერ სკოტეზეს, ფილების ტექტონიკის მაესტროს მიუძღვის. ის ტეხასის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია, რომელიც ახლა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში მუშაობს და უკვე დიდი ხანია, რაც PALEOMAP-ს ხელმძღვანელობს, შესანიშნავ ვებგვერდს, რომელიც სავსეა კარტოგრაფიითა და დედამიწის ისტორიის მანძილზე ფილების ტექტონიკის ამსახველი ანიმაციებით.

ეს რუკები მუდმივად ახლდება უახლესი ინფორმაციით, რის გამოც ისინი ტექნიკურად და ესთეტიკურადაც უმჯობესდება. ზოგიერთი ნამუშევარი სულ ახლახან გამოქვეყნდა. ერთ-ერთი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ კონტინენტები უკანასკნელი 540 მილიონი წლის განმავლობაში, ტვიტერზე ცნობილმა კლიმატოლოგმა  გევინ შმიდტმა გააზიარა. 

 

 

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა – რატომ ხდება ანიმაციის ბოლოსკენ ოკეანის ფსკერი უეცრად მაღალი გარჩევადობის, ეს იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა. ოკეანის ქერქი, რომელიც წყალში არსებულ ქედებს შორის იბადება, დროთა განმავლობაში იძირება და მანტიაში  ნადგურდება. მათი უმეტესობა ახლა 200 მილიონ წელზე ახალგაზრდაა, თუმცა, ხმელთაშუა ზღვაში არსებული, დღემდე კარგად შემონახული ზოლი უკვე 340 მილიონ წელს ითვლის.

უახლესი მონაცემები განსაკუთრებით მიმზიდველია: ის ციფრულად ასახავს ხმელეთის ფორმას (პალეოტოპოგრაფიას) და წყლის ფსკერის ფორმას (პალეობათიმეტრიას), რომლებიც, ისევე, როგორც კონტინენტები, დროთა განმავლობაში იცვლებოდა.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორანტის, ნიკი რაიტის დახმარებით, ეს რუკები და ასევე მონაცემები, რომელთა საფუძველზეც ისინი შეიქმნა, ყველასათვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ისინი,  ავსტრალიური უნივერსიტეტებისა და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, EarthByte-ზე აიტვირთა.

ამ თანამშრომლობის მიზანს, ვირტუალური დედამიწის შესაქმნელად რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენს, რომლის ნახვაც ყველას შეეძლება. ეს კი, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან კეთილშობილური წამოწყებაა.

 


რეკომენდებული სტატიები
საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე

საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე
ელონ მასკის Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვებამ ბევრ ადამიანს მისცა ინსპირაცია სახუმარო კომენტარებისთვის ფოტო და ვიდეო ფორმატში დასამზადებლად
კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები

კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები

კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები
როგორი წარმოდგენები ჰქონდათ წარსულში კოსმოსზე, კომეტებზე, ნისლეულებსა და სხვა ასტრონომიულ ობიექტებსა თუ მოვლენებზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.