1973 წელს მერაბ კოკოჩაშვილი, მწერალ ვაჟა გიგაშვილთან ერთად, შოთა მირიანაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ ალპინისტურ ექსპედიციას შეუერთდა. რეჟისორი, გია გერსამიასა და ნუგზარ ერქომაიშვილის თანხლებით, 6400 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, სადაც გადაღებული კადრებით დოკუმენტური ფილმი „მწვერვალი“ შეიქმნა.