fbpx

4 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ვიდეო: ლივერპულში სანტების ყოველწლიური მარათონი გაიმართა.  

სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მოხალისეებმა 5 კილომეტრი გაირბინეს.

წყარო: https://www.youtube.com

 

ვიდეო: აშშ-ში, მენის შტატში სანტა-კლაუსების სათხილამურო მარათონი მოეწყო.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Black Mirror-ის მეხუთე სეზონი 28 დეკემბერს გამოვა.

წყარო: https://www.forbes.com/

 

დაათვალიერეთ ფოტოები ტილდა სუინტონის ახალი, ზღაპრული ფოტოსესიიდან

მსახიობმა მონაწილეობა მიიღო W Magazine-ის ახალ ფოტოსესიაში, რომელიც ფოტოგრაფმა ტიმ უოლკერმა გადაიღო. 

წყარო: https://www.wmagazine.com

 

ვიქტორ ჰიუგოს რომანის, “საბრალონის” მიხედვით BBC-მ მინი-სერიალი გადაიღო

შოუ პრემიერა 2019 წელს იგეგმება, მასში მთავარ როლს კი ლილი კოლინზი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დღეს, 21:00 საათზე გაიმართება ალიჩე რორვახერის ფილმის, “ბედნიერი ლაზარეს” ჩვენება და შეხვედრა მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან

Image may contain: 2 people, sky, mountain, outdoor and nature

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის, ლაზარესა და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის შეხვედრაზე. მათ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას სთხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც ამოგზაურებს.

წყარო: https://www.facebook.com

 

დღეს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანის მე-3 დარბაზში გაიმართება ალანტე კავაიტეს ფილმის, “სანგალის ზაფხულის” ჩვენება და შეხვედრა მსახიობთან აისტე დირჟიუტესთან.

Image may contain: 2 people, outdoor and nature

წყარო: https://www.facebook.com/

 

რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარი“ ნოტრ-დამის უნივერსიტეტის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დაასახელეს

Image may contain: 1 person, text

ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში „სოციუმის პატიმარი“ პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც 15 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის მოხვდა და European Film Awards ნომინაცია მოიპოვა. ფილმი მოგვითხრობს ტრანსგენდერი ქალის, ადელინასა და მისი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან
Play Video

10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან

10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან
დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომლებსაც კინომოყვარულები და კინომცოდნეები დიდი ინტერესით ელიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.