fbpx

კინოპროფილი: ელენე ნავერიანი


გააზიარე სტატია

 

ელენე ნავერიანი დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2008/2011 წლებში სწავლობდა მაგისტრატურაზე CCC (კრიტიკული კურატორიული კიბერმედია) ჟენევაში, რომლის  დასრულების შემდეგაც სწავლა კინოსკოლაში გააგრძელა. ელენე არის კოლექტივ Mishkin-ის დამაარსებელი, რომელიც ასევე მისი ფილმების თანამწარმოებელია.

2017 წელს ელენემ გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი („მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“), რომლის პრემიერაც ამსტერდამის კინოფესტივალზე გაიმართა  და ასევე მრავალი ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

თბილისის კინოფესტივალზე ელენე ნავერიანისა და თომას რეიხლინის საერთო ნამუშევარს,  „ლანწკი პაპას მოპარულ ხარს” ვიხილავთ სექცია ქართული პანორამის ფარგლებში. ჩვენება 8 დეკემბერს, 12 საათზე, კინოს სახლში გაიმართება.

ფილმი მოგვითხრობს ოთხ ქურდზე, მოპარულ ხარზე, საწოლის ქვეშ დამალულ დრაკონზე, ეჭვიან ძმასა და საბჭოთა ინსპექტორზე, რომელსაც წისქვილში კლავენ. სწორედ ამ იდუმალი დეტალების გაგებასა და ახსნას ცდილობენ „ლანწკი პაპას მოპარული ხარის” გმირები.


რეკომენდებული სტატიები
კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე

კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე

კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე
ფილმ „მეზობლების“ პრემიერა მონრეალის კინოფესტივალზე შედგა. თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 4 და 5 დეკემბერს, ის საერთაშორისო კონკურსისა და ქართული პანორამის ფარგლებში იქნება წარდგენილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.