fbpx

11 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დემნა გვასალია წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად დასახელდა.

წყარო: https://www.instagram.com

 

The New York Times-მა ანიტა რაჭველიშვილი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა

„ეს ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო საოცრად გაბედული იყო „კარმენში“ და მეტად შთამბეჭდავი „თავად იგორში“, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის ბოლოს სეზონზე შედგა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა აზუჩენას როლში, ვერდის „ტრუბადურში“, სადაც მან იმღერა საოცრად ელეგანტური ბელკანტოთი. მან პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა, რომელსაც ხშირად შეუძლია იყოს მხოლოდ ინერტული. სექტემბერში ანიტამ შეასრულა მიმზიდველი და შეუდარებელი ამნერისი ვერდის „აიდაში,” – აღნიშნულია სტატიაში. 

წყარო: https://www.nytimes.com/

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების საქიძეების ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Image may contain: mountain, sky, plant, tree, outdoor, nature and water

საქიძეების ნასახლარი ტერასულად განლაგებული შეკრული კომპლექსია. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები.

წყარო: https://www.facebook.com

 

პოლონეთში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი “ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს” აჩვენეს

ფილმის შემქმნელია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი.

წყარო: https://www.youtube.com/

 

გალერეა ვერაზე გეპატიჟებათ ქეთი დავლიანიძის პერსონალურ გამოფენაზე სახელწოდებით “შოკოლადი ნაღებით, ქალი, კაცი”

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო პერიოდში შესრულებული ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში: რუსეთში (მოსკოვი), ესპანეთში (ბარსელონა), გერმანიაში (ბერლინი, დიუსელდორფი), აშშ-ში (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ატლანტა).

გამოფენა ქალისა და კაცის ურთიერთობის თემატიკას ეხება და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

ნორვეგიაში ჩრდილო ნახევარსფეროს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი გაიხსნა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

inStagram-მა პირადი მიმოწერის განყოფილებაში ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის რეჟიმი დაამატა

აუდიოშეტყობინებების რეჟიმი პირად მიმოწერაში ორივე, Android-სა და iOS პლატფორმაზე ეტაპობრივად ამოქმედდება.

წყარო: https://www.engadget.com/

 

საქართველოს ათი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, წლის უფლებადამცველად სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ქეთი დევდარიანი დასახელდა

Image may contain: 2 people

ქეთი დევდარიანს ჯილდო ოჯახში ძალადობის, შშმ პირების, უმცირესობების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მანანა მენაბდე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფეხბურთელი გურამ კაშია ბრწყინვალების მედლით დააჯილდოვა.

Image may contain: 4 people, people smiling, people standing and suit

ფოტო: https://www.facebook.com/

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.