ქალის თეთრეულის ადგილობრივი ბრენდები

ლამაზი, ხარისხიანი და სხეულის ფორმებზე მორგებული თეთრეული თითქმის ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია და სათანადო ადგილს იკავებს მის გულსა და გარდერობში. თეთრეულის არჩევისას მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ითვალისწინებდეს მფლობელის სხეულის თავისებურებებს, იყოს სასიამოვნო სატარებელი და კომფორტული.
ქართულ ბაზარზე ბოლო პერიოდში რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელი გამოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ქალის თეთრეულს ქმნიან და როგორც ამბობენ, ბიზნესის ეს სფერო ადგილობივი პროდუქციის სიმწირის ან საკუთარი თეთრეულის განსაკუთრებული სიყვარულის გამო აირჩიეს.
კოკორო

როგორც თვითონ ამბობენ, პირველი ქართული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც თხელ, ჰაეროვან, მაქმანებიან თეთრეულს აწარმოებს.
არშია

გთავაზობთ ბუნებრივი ქსოვილისგან ხელით შექმნილ პიჟამებს, თეთრეულს, ხალათებს, მოსასხამებს და ქვედატანებს, რომლებიც მარტივი და დახვეწილი ფორმებით გამოირჩევიან.
ნინეა

ასევე ნატურალური ქსოვილებისგან შექმნილ ღამის სამოსს და სახლის ფეხსაცმელებს სთავაზობს ქალებს. პროდუქცია მრავალფეროვანია და ერთი და იგივე მოდელი ან ქსოვილი იშვიათად მეორდება.
სფუმატო

აბრეშუმის თეთრეული, ღამის სამოსი, ხალათები და ღამის სათვალეები მხიარული წარწერით, როგორც სფუმატოს დამფუძნებლები ამბობენ, საუკეთესო საჩუქარია საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის.
იმისათვის, რომ ლამაზი თეთრეული გამოჩნდეს, ბონუსად გთავაზობთ კიდევ ერთ კარგ ქართულ ბრენდს, ორი სთორის, რომლის გამჭვირვალე, ყვავილოვანი ტოპები თვალსაჩინოს გახდის თქვენს მშვენიერებას.
და კიდევ ერთი ბონუსი – ლამაზ საღამურებში გამოწყობილებს შესაძლოა გსურდეთ თქვენი საწოლის თეთრეულიც ადგილობრივი წარმოებისა იყოს. სწორედ ასეთი სურვილების ასასრულებლად შეიქმნა ბუმბული.


