fbpx

ქართული ბლოგები მოდის შესახებ


გააზიარე სტატია

ქართული მოდის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება, თბილისში წლის განმავლობაში ორი სხვადასხვა მოდის კვირეული ეწყობა, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ნელ-ნელა ჩნდება სელებრითებისა და პოპვარსკვლავების ნივთებს შორის და ცხადია, ჩნდება კითხვაც, ვინ აფასებს და აკვირდება ამ პროცესებს, სად შეიძლება საღი მსჯელობის მოსმენა ან როგორ შეიძლება გავიგოთ ადგილობრივი მოდის ინდუსტრიის სიახლეები.

მოდის სფეროს განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სფეროში გავლენიანი ადამიანები, მოდის კრიტიკოსები და მოდის ბლოგერები არიან, რომლებიც რიგ შემთხვევაში ქმნიან ამინდს, აყალიბებენ ტენდენციებს და ეხმარებიან კიდეც ამა თუ იმ მოდის სახლს ან დიზაინერს საკუთარი იმიჯის ჩამოყალიბებაში.

საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს გავლენიანი მოდის ჟურნალები, რომლებიც ერთი მხრივ, დიზაინერებს და მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის იქნებოდა სივრცე თვითპრეზენტაციისთვის და მეორე მხრივ, მომხმარებელს მიაწვდიდა ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

ასევე მწირია ინტერნეტსივრცეში არსებული ქართული კონტენტი მოდის შესახებ. ის ბლოგებიც კი, რომლებიც წლების წინ არსებობდა და მხოლოდ მოდის შესახებ იყო კონცენტრირებული, ბლოგების პოპულარობის კლების კვალდაკვალ გაქრა.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მოდის შესახებ თემატური ბლოგები მსოფლიოს მასშტაბით კვლავაც ძალიან პოპულარულია და თუკი ამ სფეროთი დაინტერესებული ხართ და წერაც გეხერხებათ, დღესვე შეგიძლიათ ბლოგის გაკეთება, მკითხველის მოძებნა და საკუთარი რესურსების კომერციალიზაცია წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ.

მანამ კი, სანამ მოდის ახალი ბლოგები და ავტორები გამოჩნდებიან, შეგვიძლია გადავხედოთ არსებულ რესურსებს:

www.anobanooo.com

ანანო დოლაბერიძის ბლოგი მოდაზე, რომელიც გვთავაზობს როგორც მსოფლიო მოდის, ასევე ქართულ ბაზარზე არსებული დიზაინერებისა და ბრენდების შესახებ ინფორმაციას. ბლოგზე არსებული პოსტების ნაწილს თან ახლავს სარეკლამო სტატიების თანხმლები ზედაპირულობა და სწორხაზოვნება, რაც ბლოგს ცხადია, ხიბლს აკლებს.

 

www.portavemagazine.com

გურამ კაპანაძის ფოტო-ბლოგი ქუჩის მოდის შესახებ, სადაც ნახავთ როგორც სხვადასხვა მოდის კვირეულების სტუმრების ფოტოებს, ასევე ქუჩაში მოსიარულე, განსაკუთრებული სტილის მქონე ადამიანების ფოტოებს.

www.fefe.ge


ირინკა ანდრეევას ბლოგი, რომლის მთავარი ხიბლიც მისი ავტორის ფოტოებია, რომელსაც პერიოდულად გვთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბლოგი არამხოლოდ მოდის, არამედ მისი ავტორის ცხოვრების წესის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას და გამომდინარე იქიდან, რომ პირადი გამოცდილებით და თავგადასავლებით იკვებება, საინტერესოა მომხმარებლისთვისაც.


რეკომენდებული სტატიები
მაჯის საათების მოყვარულების ონლაინ ბიბლია

მაჯის საათების მოყვარულების ონლაინ ბიბლია

მაჯის საათების მოყვარულების ონლაინ ბიბლია
Hodinkee-ს რედაქტორმა ჯო ტომპსონმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მაჯის საათის განვითარებისა და ინდუსტრიის შესახებ ყოვლისმომცველი და სიღრმისეული ნაშრომი გამოაქვეყნა.
საბჭოთა სიმბოლიკის ონლაინ კოლექციები

საბჭოთა სიმბოლიკის ონლაინ კოლექციები

საბჭოთა სიმბოლიკის ონლაინ კოლექციები
ინტერნეტში მრავლად მოიძებნება ისეთი ბლოგები, რომლებიც საბჭოური ვიზუალების გამოყენებით გვიამბობს წარსულის ამბებს. ჩვენ ავარჩიეთ 10 ასეთი რესურსი Tumblr-ის პლატფორმიდან.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.