რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია
რენე მალტეტი ფრანგული „ქუჩის ფოტოგრაფიის“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას კურიოზული მომენტების დანახვისა და ფირზე აღბეჭდვის საოცარი ნიჭი ჰქონდა. მალტეტის ნამუშევრები ზოგჯერ დაუჯერებელი, ღიმილის მომგვრელი დამთხვევებითა და დახვეწილი იუმორით გამოირჩევა.
- „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“
- „უმაღლესი მათემატიკა“
- „ქალი-დრაკონი“
- „შეყვარებულები“
რენე მალტეტი ფოტოგრაფიით 16 წლის ასაკში დაინტერესდა, თუმცა, კინორეჟისორობაზე ოცნებობდა. 21 წლის ახალგაზრდა საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც ისეთი ცნობილი რეჟისორების ასისტენტად მუშაობდა, როგორებიც იყვნენ ჟაკ ტატი და კლოდ ბარმა. მიუხედავად ამისა, მომავალი ფოტოგრაფიას დაუკავშირა.
- „გაქცევა“
- „ლამაზმანი გრძელი ფეხებით“
- „უმრავლესობა“
- „რომის პაპი“
1958 წელს რენე მალტეტი ცნობილი ფოტოსააგენტო Rapho-ს თანამშრომელი გახდა. სწორედ ამ პერიოდში გამოსცა პირველი ფოტოწიგნი „ქუჩებისა და სიმღერების პარიზი“. კრებულში მალტეტის ფოტონამუშევრები შანსონის სახელოვანი მომღერლებისა და ავტორ-შემსრულებლების – ჟაკ პრევერის, ჟორჟ ბრასენსის, ბორის ვიანისა და შარლ ტრენეს პოეზიით იყო გაფორმებული.
- „გველების მომთვინიერებელი“
- „ჯვარი“
- „ყასაბი“
- „მოფარიკავე“
- „ბენზინგასამართ სადგურზე“
რენე მალტეტის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ძალიან მალე მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა და სხვადასხვა დროს ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Stern, Life, Epoca, Camera, Asahi Camera.
- „გოლი“