რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია

 

რენე მალტეტი ფრანგული „ქუჩის ფოტოგრაფიის“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას კურიოზული მომენტების დანახვისა და ფირზე აღბეჭდვის საოცარი ნიჭი ჰქონდა. მალტეტის ნამუშევრები ზოგჯერ დაუჯერებელი, ღიმილის მომგვრელი დამთხვევებითა და დახვეწილი იუმორით გამოირჩევა.

 

  • „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“

 

  • „უმაღლესი მათემატიკა“

 

  • „ქალი-დრაკონი“

 

  • „შეყვარებულები“

 

რენე მალტეტი ფოტოგრაფიით 16 წლის ასაკში დაინტერესდა, თუმცა, კინორეჟისორობაზე ოცნებობდა. 21 წლის ახალგაზრდა საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც ისეთი ცნობილი რეჟისორების ასისტენტად მუშაობდა, როგორებიც იყვნენ ჟაკ ტატი და კლოდ ბარმა. მიუხედავად ამისა, მომავალი ფოტოგრაფიას დაუკავშირა.

 

  • „გაქცევა“

 

 

  • „ლამაზმანი გრძელი ფეხებით“

 

  • „უმრავლესობა“

 

  • „რომის პაპი“

 

1958 წელს რენე მალტეტი ცნობილი ფოტოსააგენტო Rapho-ს თანამშრომელი გახდა. სწორედ ამ პერიოდში გამოსცა პირველი ფოტოწიგნი „ქუჩებისა და სიმღერების პარიზი“. კრებულში მალტეტის ფოტონამუშევრები შანსონის სახელოვანი მომღერლებისა და ავტორ-შემსრულებლების – ჟაკ პრევერის, ჟორჟ ბრასენსის, ბორის ვიანისა და შარლ ტრენეს პოეზიით იყო გაფორმებული.  

 

  • „გველების მომთვინიერებელი“

 

  • „ჯვარი“

 

  • „ყასაბი“

 

  • „მოფარიკავე“

 

  • „ბენზინგასამართ სადგურზე“

 

რენე მალტეტის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ძალიან მალე მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა და სხვადასხვა დროს ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა:  Stern, Life, Epoca, Camera, Asahi Camera.

 

  • „გოლი“

 


რეკომენდებული სტატიები
პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება
თუ პარიზში მუდმივად გადაბარგება არ დაგჭირვებიათ, შეიძლება ვერასდროს იგრძნოთ თუ რამდენად საინტერესო პროცესი შეიძლება იყოს ამ ქალაქში საცხოვრებლის ძებნა - თუნდაც მხოლოდ ვირტუალურად.
ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით, ბრესონს მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს თუ სრულიად უცნობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.