კანაფის წარმოება შეერთებულ შტატებში ლეგალური გახდა
პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაფის კულტივაციას ლეგალურს ხდის. ახალი კანონი აშშ კონგრესმა და სენატმა ხმების უმრაველოსობით დაამტკიცა.
ტრამპის ეს ნაბიჯი ცვლის ამერიკის მთავრობის ბოლო 50 წლის განმაბლობაში არსებულ პოზიციას, რომელიც კანაფსა და მარიხუანას ერთად აქცევდა აკრძალული სუბსტანციების კატეგორიაში.
ახალი კანონი კანაფს სოფლის მეურნეობის პროდქციის სიაში აქცევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებს, სხვა სახეობების მსგავსად, კანაფის კვლევა, კულტივაცია, დაზღვევა და საგრანტო პროგრამებში ჩართვა შეეძლებათ.
პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონი საშუალებას მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკური სარგებელი ნახოს 1 მილიარდ დოლარიანი კანაბინოლის ზეთის (CBD) მსოფლიო ინდუსტრიიდან, რომელსაც, უკანასკნელი კვლევებით მთელ რიგ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ თვისებებს მიაწერენ.
ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ AT.ge-ს სტატიას კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებების შესახებ.