კანაფის წარმოება შეერთებულ შტატებში ლეგალური გახდა


გააზიარე სტატია

 

პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც  ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაფის კულტივაციას ლეგალურს ხდის. ახალი კანონი აშშ კონგრესმა და სენატმა ხმების უმრაველოსობით დაამტკიცა.

ტრამპის ეს ნაბიჯი ცვლის ამერიკის მთავრობის ბოლო 50 წლის განმაბლობაში არსებულ პოზიციას, რომელიც კანაფსა და მარიხუანას ერთად აქცევდა აკრძალული სუბსტანციების კატეგორიაში.

ახალი კანონი კანაფს სოფლის მეურნეობის პროდქციის სიაში აქცევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებს, სხვა სახეობების მსგავსად, კანაფის კვლევა, კულტივაცია, დაზღვევა და საგრანტო პროგრამებში ჩართვა შეეძლებათ.

პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონი საშუალებას მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკური სარგებელი ნახოს 1 მილიარდ დოლარიანი კანაბინოლის ზეთის (CBD) მსოფლიო ინდუსტრიიდან, რომელსაც, უკანასკნელი კვლევებით მთელ რიგ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ თვისებებს მიაწერენ.

ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ AT.ge-ს სტატიას კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებების შესახებ.

 


რეკომენდებული სტატიები
კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები
უმეტესობა ჩვენგანი კანაფს, ანუ მარიხუანას მხოლოდ  ფსიქოტროპული თვისებებით იცნობს. მაგრამ ბოლო ხანებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანაფის ლეგალიზებამ შექმნა ამ მცენარეზე სამეცნიერო დაკვირვებისა და მისი სხვა რაკურსით გაცნობის შესაძლებლობაც
მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში
ბოლო თვეებია სოციალურ ქსელებში არაერთი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც კანაფის „გროუერებს“ თუ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.