ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები 2019 წლისათვის – დოჰა, მელბურნი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ერისტო სირაძე

 

საქართველოს პირველი ჩოგანი იკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყებს, სადაც 1-8 იანვარს 250-იანი სერიის ტურნირი, ყატარის ღია პირველობა გაიმართება.

დოჰაში ნიკა პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული, სადაც  ისეთი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), დომინიკ ტიემი (ავსტრია), კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), დავიდ გოფინი (ბელგია), რიშარ გასკე (საფრანგეთი) და სხვები.

ყატარში ქართველი ჩოგბურთელი მეხუთე ნომრად არის განთესილი, მასზე წინ  არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი, დომინიკ ტიემი, კარენ ხაჩანოვი, მარკო ჩეკინატო. ხოლო ნიკა განთესილებში ისეთ ჩოგბურთელებზე წინ არის, როგორებიც არიან: დავიდ გოფინი, ბაუტისტა აგუტი, რიშარ გასკე და სხვები.

 

გასულ სეზონში ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობის პირველ წრეში იტალიელ ტომას ფაბიანოს აჯობა 6-4, 6-3. მეორე წრეში კი ხორვატ ბორნა ჩორიჩთან მარტივად 6-1, 6-3 დამარცხდა. აქედან გამომდინარე მას დოჰაში ერთი ეტაპის გავლისთვის მოპოვებული მხოლოდ 20 ქულა აქვს დასაცავი და ტურნირზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში რეიტინგში დაწინაურების საკმაოდ კარგი შანსი ექნება.

დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდია – 1 416 205 ამერიკული დოლარი.

 

ახალი სეზონის მეორე ტურნირი ნიკოლოზს  მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე (2000) ელის. ტურნირი სტარტს 14 იანვარს აიღებს და 27 იანვარს დასრულდება.

 

გასულ სეზონში მელბურნში მან პირველ წრეში ავსტრიელი ჯერალდ მელცერი 4 სეტში 6-4, 6-3, 2-6, 6-3 დაამარცხა. მეორე წრეში ბელგიელ რუბენ ბემელმანს მარტივად, 3 სეტში 7-5, 6-3, 6-1 აჯობა და მესამე წრეში ბრიტანელ კაელ ედმუნდთან 5-სეტიან დაძაბულ ორთაბრძოლაში 7-6 (0), 3-6, 4-6, 6-0, 7-5 დათმო შეხვედრა, რომელიც შემდეგ ნახევარფინალში გავიდა.

შესაბამისად ნიკას წინა წელს 2 ეტაპის გავლისთვის მოპოვებული 90 ქულა ექნება დასაცავი ავსტრალიის ღია პირველობაზე და წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში აქაც ქულების დამატების და რეიტინგში დაწინაურების კარგი შანსი აქვს.

26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ატპ-ს რეიტინგში 1 795 ქულით 21-ე ადგილზეა. თუ არაფერი შეიცვალა, ის ავსტრალიის ღია პირველობაზე 22-ე ნომრად იქნება განთესილი, რადგან ბრიტანელი ენდი მარი ეგრეთ წოდებულ შენახულ რეიტინგს (2) იყენებს. ამჟამად მარი 259-ე ჩოგანია, თუმცა ტრავმის მიღებამდე რეიტინგში მეორე ადგილზე იყო და ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის,  ATP-ს (Association of Tennis Professionals) წესების მიხედვით, მას შეუძლია ე.წ. შენახული რეიტინგი გამოიყენოს (რეიტინგი, რომელიც ტრავმის მიღებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ჰქონდა) იმისთვის, რომ შეძლოს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობა.

2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი – 39 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, 2019 წელს კი წინა წელთან შედარებით 3,5 მილიონი დოლარით გაიზრდება და 42,5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.


რეკომენდებული სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილის სეზონის შეჯამება 2018

ნიკოლოზ ბასილაშვილის სეზონის შეჯამება 2018

ნიკოლოზ ბასილაშვილის სეზონის შეჯამება 2018
2018 წლის სეზონში ბასილაშვილმა მისთვის სარეკორდო 29 შეხვედრა მოიგო. ნიკამ კარგად დაიწყო, ავსტრალიის ღია პირველობაზე 2 წრე გაიარა და 1/16 ფინალში ბრიტანელ კაელ ედმუნდთან 5-სეტიან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, რომელიც შემდეგ ნახევარფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს
ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ნიკა გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.