fbpx

10 საახალწლო – ანიმაცია


გააზიარე სტატია

 

ახალი წელი განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდია პატარებისთვის. განწყობის ასამაღლებლად გთავაზობთ 10 საახალწლო ანიმაციას, რომელიც გაგიფერადებთ დღესასწაულს და გაგიძლიერებთ ოჯახური სიმყუდროვის შეგრძნებას თქვენს პატარებთან ერთად.

გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ სიას, რომელიც ერთნაირად საყვარელია დიდებისა და ბავშვებისათვის.

 

10) მადაგასკარის პინგვინები: ძარცვა შობას  (The Madagascar Penguins in a Christmas Caper, 2005)

ახალი წელი უახლოვდება ქალაქს და ცენტრალური ზოოპარკის ყველა მცხოვრები ემზადება მის შესახვედრად. პინგვინებმა მორთეს თავისი გამოქვაბული და ოცნებობენ შავ–თეთრ დღესასწაულზე, როდესაც ახალგაზრდა რიგითი შეამჩნევს, რომ თეთრი დათვი მოწყენილია სრულ მარტოობაში.

 

9) გაყინული (Frozen, 2013)

თოვლის დედოფლის მოტივებზე შექმნილი დისნეის ანიმაცია შესანიშნავი ჰანგებით გულგრილს არ დატოვებს საშობაო ანიმაციების მოყვარულებს…

 

8) საშობაო ზღაპარი (A Christmas Carol, 2009)

რობერტ ზემეკისის კიდევ ერთი გახმაურებული ანიმაცია, რომელიც ჩარლზ დიკენსის საბავშვო ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს: მაიზერ ებენეზერ სკრუჯს შობის წინა ღამეს სულები გააღვიძებენ. ისინი მას მის წარსულ, უნაყოფო ცხოვრებაში ამოგზაურებენ და ცდილობენ დაანახვონ, რატომ არის საჭირო მისი დამოკიდებულების შეცვლა გარესამყაროსადმი…

 

7) ვინი პუჰის ბედნიერი  შობა (Winnie the Pooh: A Very Merry Pooh Year, 2002)

გილოცავთ პუჰისებრ ახალ წელს! ვინი პუჰისა და მისი მეგობრების შობის დღესასწაული გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს მის მაყურებლებს!

 

6) ჯადოსნური შობა მიკისთან (Mickey’s Magical Christmas: Snowed in at the House of Mouse, 2001)

უოლტ დისნეის კიდევ ერთი ჯადოსნური ანიმაცია ჯადოსნურ დღესასწაულზე. ქარბუქის  გამო მიკი მაუსის სახლი დაიფარება თოვლით და ის სტუმრებთან ერთად ჩაიკეტება სახლში.

 

5) ბაგს ბანის საშობაო თავგადასავლები (Bugs Bunny Looney Christmas tales, 1979)

ბაგს ბან ლუნის საშობაო თავგადასავლების კრებული მოგვითხრობს მხიარული კურდღლის საოცარ ისტორიებს შობის დღესასწაულებზე.  ეს ის ისტორიაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

 

4) ცხოვრება ლუისთან ერთად: საშობაო საჩუქარი მისის სტილმენს (Life with Louie: A Christmas Surprise for Mrs. Stillman, 1995)

„ჩემს ბავშვობაში საჩუქრებს არ ვარიგებდით, საამისოდ ძალიან ღარიბები ვიყავით, გაიგე, ლუი?“ ალბათ, უკვე წარმოგიდგენიათ, როგორ განუცხადებდა ენდი ანდერსონი მსგავს ფრაზას შვილებს, სანამ საჩუქრებისთვის რამდენიმე მონეტას გაიმეტებდა. ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ანიმაცია მოგვითხრობს ლუი ანდერსონის თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ, მის ხალისიან ოჯახთან ერთად.

 

3) დიდი გამყინვარება: შობა (Ice age: A mammoth Christmas Special, 2011)

აქ ვინმეს დიდი გამყინვარების თავგადასავლები ხომ არ მონატრებია? სიდის, პირველყოფილი ეშვებიანი ციყვუნას შემდგომი სახალისო ისტორია შობის დღესასწაულს უკავშირდება. მოიმარაგეთ რკოები, რომელსაც ტახის თავებს მიუწყობთ საახალწლო სუფრაზე და თქვენს პატარებთან ერთად მოემზადეთ სიდის შემდგომ თავგადასავალში მონაწილეობის მისაღებად.

 

2) პოლარული ექსპრესი (The Polar express, 2004)

რობერტ ზემეკისის ანიმაცია კრის ვან ოლსბერგის საბავშვო ზღაპრის ეკრანიზაციას წარმოადგენს. ამაღელვებელი ამბავი ბიჭზე, რომელსაც თანატოლების დაცინვის მიუხედავად, ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთ შობის ღამეს, როდესაც ბიჭუნა სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩნდა ზღაპრული მატარებელი, რომლის გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში – ჩრდილოეთ პოლუსზე, სადაც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა.

 

1) ჩარლი ბრაუნის შობა (A Charlie brown Christmas, 1965)

ანიმაცია მოგვითხრობს ჩარლი ბრაუნის შესახებ, როდესაც ის ცდილობს იპოვოს შობის ნამდვილი არსი… საინტერესოა, რას აღმოაჩენს პატარა ჩარლი, როდესაც ის დარწმუნებულია, რომ შობას კომერციურობის გარდა არანაირი დატვირთვა არ გააჩნია?


რეკომენდებული სტატიები
2018 წლის 14 რეკომენდებული ფილმი AT.ge-სგან
Play Video

2018 წლის 14 რეკომენდებული ფილმი AT.ge-სგან

2018 წლის 14 რეკომენდებული ფილმი AT.ge-სგან
მიილია 2018 წელიც, რომელიც კინომოყვარულებისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ახალი ფილმები შემოგვთავაზეს ძმებმა კოენებმა, იორგოს ლანთიმოსმა, თუ სხვა მაყურებლისთვის საყვარელმა რეჟისორებმა. ახლა კი, გაეცანით წლის კინოშეჯამებას ვრცლად, სტატიაში
წლის ნომინაციები
Play Video

წლის ნომინაციები

წლის ნომინაციები
“წლის ნომინაციებში” წარმოგიდგენთ იმ  მოვლენებსა და ადამიანებს, რომლებმაც 2018 წელს სიახლე შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში და ჩვენი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.