2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან


გააზიარე სტატია



Time Magazine-ის 2018 წლის მიმოხილვა – ყველაზე საინტერესო ადგილები – რეკომენდაციას გვაძლევს მსოფლიოს 100 ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად,  სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებასა და სასიამოვნო ჭამა-სმას შევძლებთ. Time-ის რედაქტორებისა და კორესპონდენტების გლობალური ჯგუფის მიერ შერჩეული ეს სია შედგენილია ხარისხის, ორიგინალურობის, ინოვაციურობის, მდგრადობისა და გავლენის ფაქტორების გათვალისწინებით.

Time-ის სია თანამედროვე და წარსულში ცნობილი არქიტექტორების ბევრ ახალ თუ ძველ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას მოიცავს – შვედური ხის სახლიდან, სამხრეთ აფრიკის ჰაერში ატყორცნილ ხელოვნების მუზეუმამდე – პროექტებს, რომლებსაც არქიტექტურული გენია აერთიანებს და რომლებიც თანაბრად საინტერესოა როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ყოველდღიური დამთვალიერებლებისთვისაც.

ქვემოთ მოყვანილია არქიტექტურული ნიმუშები Time Magazine-ის ყველაზე საინტერესო ადგილების სიიდან, რომლებიც ამა თუ იმ დროს ონლაინ არქიტექტურულ ჟურნალ Arch Daily-შიც გამოჩნდნენ. ყოველი მათგანი ნიმუშის მოკლე აღწერასა და ფოტოებს მოიცავს.

 


Zeitz Museum of Contemporary Art Africa / არქიტექტორი: Heatherwick Studio

“აფრიკულ ტეიტ მოდერნად” მონათლული Zeitz Museum of Contemporary Art Africa (MOCAA) მსოფლიოს უდიდესი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, რომელიც აფრიკელებისა და აფრიკული დიასპორის მიერ შექმნილ ნიმუშებს ეძღვნება.

 

Mar Adentro / არქიტექტორი: Miguel Angel Aragonés

მექსიკელი არქიტექტორის – მიგელ ანგელ არაგონის დაპროექტებული და ცოტა ხნის წინ განახლებული Viceroy Los Cabos თვალშისაცემი თეთრი კუბებისგან შედგება, რომლებიც ლურჯი აუზების ზედაპირზე ირეკლება და ჰაერში გამოკიდებულის ილუზიას ქმნის.

 

Teopanzolco Cultural Center / არქიტექტორი: Isaac Broid + PRODUCTORA

The Teopanzolco Cultural Center ახლომდებარე აცტეკები პირამიდების სამკუთხა ფორმებს იმეორებენ იმისთვის, რომ შექმნან ადგილი, სადაც “თანამედროვე კულტურული ცხოვრება წარსულთან დიალოგში წარმოჩნდება”.

 

Elbphilharmonie Hamburg / არქიტექტორი: Herzog & de Meuron

Herzog and de Meuron-ის დიზაინის ვიზუალურად შთამბეჭდავი საკონცერტო დარბაზი უზარმაზარ აგურის საწყობზე შემოსკუპებულ შუშის კოშკურას წარმოადგენს, რომელიც სამი მხრიდან წყლითაა გარშემორტყმული და განუმეორებელი აკუსტიკით გამოირჩევა.

 

Experimentarium / არქიტექტორი: CEBRA

სპილენძის უზარმაზარი კიბე, რომელიც დნმ-ის ფორმითაა შესრულებული, ამ სამეცნიერო მუზეუმს სპეციფიკურ ხასიათს სძენს. ის ხანგრძლივი რემონტის შემდეგ, 2017 წელს ხელახლა გაიხსნა.

 

National Memorial for Peace and Justice / არქიტექტორი: MASS Design Group

საჯარო მემორიალების უმეტესობა ისტორიას განადიდებს. ამერიკის სამხრეთის სიღრმეში, მშვიდობისა და სამართლიანობის ეროვნული მემორიალი შთამბეჭდავი სივრცეა, რომელიც   პატივს მიაგებს დაღუპულებს.

 

Löyly / არქიტექტორი: Avanto Architects

Time says: განსაცვიფრებელი სანაპირო დაწესებულება ქარისა და მზის ენერგიას, ასევე ეკოლოგიური ჭრის წესებით მიღებულ ხე-ტყეს იყენებს, რითაც ნულოვან მავნე გავლენას ახდენს გარესამყაროზე.

 

Tianjin Binhai Library / არქიტექტორი: MVRDV + Tianjin Urban Planning and Design Institute

Time says: ყველა,  ვინც კი საჯარო ბიბლიოთეკების გაქრობაზე მოთქვამს, ჩინეთში, ტიანჯინში უნდა წაიყვანო, სადაც ეს ახალი მბრწყინავი ზიქურატი გახსნის დღიდან წელიწადში 1.8 მილიონ ადამიანს იზიდავს.

 

Tai Kwun, Centre for Heritage & Art / არქიტექტორი: Herzog & de Meuron

Time says: ჰონგ კონგის უდიდესი სარესტავრაციო პროექტი, რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა, 16 ყოფილი საპოლიციო და სასამართლო  შენობის კომპლექსისგან შედგება, რომელთაგან ზოგი 150 წლისაა და ბრიტანეთის კოლონიის პერიოდს მიეკუთვნება.

 

King Abdulaziz Centre for World Culture / არქიტექტორი: Snøhetta

Time says: ამ შენობის განსაცვიფრებელი ფორმები უდაბნოს ზედაპირიდან 100 მეტრამდეა ამოზიდული, მაგრამ ეს არ არის მირაჟი. ახალი The King Abdulaziz Center, რომელიც ასევე Ithra-ს სახელითაა ცნობილი, კულტურული ჰაბია, რომელიც საუდის არაბეთში მიმდინარე ცვლილებებს ნათლად ასახავს.

 

SEOULLO Skygarden / არქიტექტორი: MVRDV

Time says: სეულის გზების თავზე დაკლაკნილი Seoullo 7017 Skygarden ახალი საფეხმავლო გზაა, რომელიც ძველი ესტაკადისგან გადააკეთეს, დაახლოებით ისე, როგორც ნიუ-იორკის High Line პარკი.

 

Design Society / არქიტექტორი: Fumihiko Maki

უნიკალური კოლაბორაცია დიდი ბრიტანეთის Victoria and Albert Museum-თან გვიჩვენებს დიზაინის გავლენას,  მათ შორის ამ მუზეუმის მუდმივი გამოფენიდანაც.

 

Lascaux IV / არქიტექტორი: Snøhetta + Duncan Lewis Scape Architecture

The Snohetta-ის დიზაინით შექმნილი ეს კომპლექსი 600 პრეისტორიულ მხატვრობასა და 1000 გრავიურას მოიცავს. ყველა მათგანი დიდი ოფლითაა ხელახლა შექმნილი 25-მდე არტისტისგან შედგენილი ჯგუფის მიერ, რომლებმაც ფიზიკური ფორმებიდან დაწყებული  და 3D ციფრული სკანირების მეთოდით დამთავრებული, ორიგინალი ნიმუშების ყველანაირ სახეობაზე იმუშავეს.

 

Louvre Abu Dhabi / არქიტექტორი: Ateliers Jean Nouvel

ამ შენობის მისია ისეთივე ამბიციურია, როგორც 1 მილიარდი, რომელიც პარიზს მისი  სახელისა და იქ მოთავსებული ნიმუშებისთვის  გადაუხადეს – კონკრეტულად კი აბუ დაბის კულტურულ დედაქალაქად გადასაქცევად. Jean Nouvel-ის დიზაინით შექმნილ ამ მუზეუმში, რომელიც თავად ხელოვნების ნიმუშია, მონე და ვან-გოგია გამოფენილი.

 

New Artist Residency In Senegal / არქიტექტორი: Toshiko Mori

Time says: სენეგალში ცოტა თუა ისეთი მოწყვეტილი ადგილი, როგორიც სინტიანია – უახლოეს აეროპორტ დაკარიდან 7 საათის სავალზე. და  მიუხედავად ამისა, ის მჩქეფარე კულტურულ ცენტრად იქცა, რომელიც არტისტებს, მუსიკოსებსა და კინორეჟისორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

 

The Murray Hotel / არქიტექტორი: Foster + Partners

1960-იანებში ლეგენდარული სამთავრობო შენობა, რომელიც Foster + Partners-ის არქიტექტორებმა კორპორაციული ასკეტიზმის ატმოსფეროდან პირველი კლასის კომფორტად აქციეს.

 

Morpheus Hotel / არქიტექტორი: Zaha Hadid Architects

გვიანდელი Zaha Hadid-ის დიზაინით შესრულებული Morpheus მსოფლიოს პირველი თავისუფალი ფორმების – “ექზოსკელეტონების” სახის ცათამბჯენია. ფოლადის ბადე, ჩინური ორნამენტის მსგავსად, გარს ერტყმის შუშის 40 სართულს.

 

Tree Hotel / არქიტექტორი: Tham & Videgård Arkitekter

ხეზე დაშენებული სახლები, როგორც წესი,  ბრწყინვალებასთან ნაკლებად ასოცირდება ხოლმე. თუმცა, შვედური Treehotel-ის შვიდი აზიდული ოთახი ქვეყნის არქტიკულ სარტყელში მდებარე ერთ პატარა სოფელში მდებარეობს.

 

Casa Vicens / არქიტექტორი: Antonio Gaudí

ვიზიტორებს შეუძლიათ დაუკვეთონ  ტური UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ამ ძეგლის მოსანახულებლად, რომელიც ისე განახლდა, რომ მისი თავდაპირველი ბრწყინვალების წარმოდგენა შექმნა – მოჭიქული კერამიკული ფასადების, დაბურული ბაღებისა და ფერადი ფილებით მოპირკეთებული სახურავის ჩათვლით.

 

Zaryadye Park / არქიტექტორი: Diller Scofidio + Renfro

Time says: უზარმაზარი “სახელმწიფოებრივი” და ფორმალური საჯარო პარკები საბჭოთა ქალაქების ერთ-ერთი მთავარი დეტალი იყო, მაგრამ მოსკოვის Zaryadye-ს პარკი ასეთი არაა. ის პირველი დიდი პარკია, რომელიც დედაქალაქში ბოლო 50 წლის მანძილზე გაიხსნა.

 

Tippet Rise Art Center

40 კვადრატული კილომეტრის საძოვრების მფლობელი  ეს რანჩო დუღს და გადადუღს ხელოვნების ნიმუშებით, როგორებიცაა ადგილზე შექმნილი სკულპტურები, საკონცერტო დარბაზი და ღია ამფითეატრი, ვრცელი და მომაჯადოებელი უსაზღვრო პანორამების, ლანდშაფტისა და ცის ჩათვლით.

 

Golden Bridge / არქიტექტორი: TA Landscape Architecture

ორი მასიური ქვის ხელი ამოდის ცენტრალური ვიეტნამის ამ მთებიდან. ისინი ხავსით და ბზარებითაა დაფარული და ძველისძველ ნანგრევებს წააგავს, თუმცა ეს ასე არ არის: ეს სულ ახალთახალი, ბადისებრი არმირებითა და მინაბოჭკოს საყრდენებით გამაგრებული საფეხმავლო ხიდია, რომელიც ივნისში გაიხსნა.

 

https://archdaily.com

 


რეკომენდებული სტატიები
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.