fbpx

ნაღვლიანი საახალწლო ჰიტები


გააზიარე სტატია



დაფიქრებულხართ ოდესმე, რომ ჩვენს ამაღლებულ, სადღესასწაულო განწყობას ის საშობაო სიმღერები ქმნიან, რომელთა მხიარული მელოდიების უკან ნაღვლიანი ტექსტები იმალება?

როგორც ჩარლი ბრაუნი იტყოდა: „არ მივცემ კომერციალიზაციას უფლებას, გააფუჭოს ჩემი შობა“, სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, ეს თქვენს ამაღლებულ განწყობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ახლა კი გთავაზობთ ხუთ საახალწლო ჰიტს, რომლის უკან მელანქოლიური განწყობა იმალება:

 

#1. Wham!- Last Christmas

ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერა მოგვითხრობს ისტორიას ადამიანზე, რომელმაც  წინა შობას საკუთარი გულიც კი გაიმეტა, თუმცა მეორე დღესვე უკან დაუბრუნეს… წელს კი გულდათუთქული საშობაო დღესასწაულს კვლავ ნაწუწნი კანფეტივით დამდნარი ხვდება…

 

#2. The Killers – Don’t Shoot me Santa!

იმის მიუხედავად, რომ შეიძლებოდა მთელი წლის განმავლობაში კარგი ბავშვი ყოფილიყავით და არც მშობლები გაგებრაზებინათ დიდად, წარმოიდგენდით, რომ იარაღმომარჯვებული სანტასთვის იმის თხოვნა დაგჭირდებოდათ,  არ ესროლა თქვენთვის ამ გაგანია წინასაახალწლო სამზადისისას?

 

#3. Mariah Carey- All I Want for Christmas is You

მე ბევრს არაფერს ვისურვებდი შობისთვის, ოღონდაც განგებამ შენი თავი ჩემთვის გამოიმეტოსო, გვიმღერის მერაია ქერი საშობაოდ. არა მგონია, მას ოდესმე საახალწლო საჩუქრების დეფიციტი ჰქონდეს ნაძვის ხის ქვეშ, თუმცა ამის მიუხედავად, არავინ არის დაზღვეული ამურის ისრის ნაჭრილობევის და მისგან გამოწვეული ტკივილისგან.

თუ თქვენ იცით რაიმე სამკურნალო მალამო, სიამოვნებით გავითვალისწინებთ რჩევებს!

 

#4. George Benson-The night

როდესაც ღამე ჩამოწვება და ყველა დღესასწაულისთვის ემზადება, ჯორჯ ბენსონიც იმ ერთადერთის ეშხით მთვრალი ნატრობს, მასთან ერთად სამარადჟამო ფრენას…

 

#5. LCD Soundsystem – Christmas Will Break Your Heart

LCD Soundsystem პირდაპირ გვახარებს, რომ შობას ნამდვილად შეუძლია გატეხოს ჩვენი გულები და ეს აუცილებელიცაა. მარტოსული ადამიანებისთვის ეს სიმღერა საშობაოდ აგიზგიზებულ ცეცხლზე ნავთის დასხმას და საერთო ხანძრის გაჩენას ჰგავს…


რეკომენდებული სტატიები
10 საახალწლო - ანიმაცია

10 საახალწლო - ანიმაცია

10 საახალწლო - ანიმაცია
ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად გთავაზობთ 10 საახალწლო ანიმაციას, რომელიც გაგიფერადებთ დღესასწაულს და გაგიძლიერებთ ოჯახური სიმყუდროვის შეგრძნებას თქვენს პატარებთან ერთად
2018 წლის 14 რეკომენდებული ფილმი AT.ge-სგან
Play Video

2018 წლის 14 რეკომენდებული ფილმი AT.ge-სგან

2018 წლის 14 რეკომენდებული ფილმი AT.ge-სგან
მიილია 2018 წელიც, რომელიც კინომოყვარულებისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ახალი ფილმები შემოგვთავაზეს ძმებმა კოენებმა, იორგოს ლანთიმოსმა, თუ სხვა მაყურებლისთვის საყვარელმა რეჟისორებმა. ახლა კი, გაეცანით წლის კინოშეჯამებას ვრცლად, სტატიაში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.