fbpx

9 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? – Washington Post-მა ქართულ რქაწითელს სტატია მიუძღვნა

სტატიაში წერია, რომ ქართველი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, იმის დასადგენად, რომელი ჯიშის ვაზი გაიხარებს მარსზე. „მათ უნდა დაადგინონ, თუ რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალსა და გარემოს სხვა გამოწვევებს. ვინ არ ისურვებდა, მარსული ღვინით სავსე ჭიქით, ახალ პლანეტაზე, ახალ წელს რომ შეხვედროდა?“, – აღნიშნულია სტატიაში. 

წყარო: https://www.washingtonpost.com

 

13 იანვარს, 19:00 საათზე მზიურის კაფეში გაიმართება გოგი ნარეკლიშვილის ლექცია – “ინგმარ ბერგმანის კინო”

Image may contain: 2 people, closeup

 ლექცია შეეხება ინგმარ ბერგმანის კინემატოგრაფიულ ღვაწლს კინოისტორიაში, მის განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ როლს, აგრეთვე განსხვავებას ევროპულ და ამერიკულ კინოსკოლებს შორის და იმ მომავალ კინოიდეას, რაც  ბერგმანის გამორჩეული კინოეპოქითა და ასევე რამდენიმე ევროპელი კინორეჟისორის გამოცდილებით შესაძლოა მომავალში განხორციელდეს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 Marvel-მა კაპიტანი მარველის ახალი ტრეილერი გაავრცელა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ქართველი რეჟისორი დათა თავაძე დრეზდენის დრამატულ თეატრში ფრიდრიხ შილერის დრამას – „ვერაგობა და სიყვარულს“ წარმოადგენს

Image may contain: 1 person, outdoor

რეჟისორი საპრემიერო სპექტაკლს განსხვავებული ინტერპრეტაციით შესთავაზებს მაყურებელს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

13 იანვარს „პუბლიკაში“ Public(A) Talks გაიმართება

Image may contain: text

საღამოს 9 საათიდან მასპინძელი დათო ევგენიძე იქნება. ხელოვანი დაუკრავს თქვენთვის და გარდა ამისა, გაგაცნობთ თავისი ლექსების კრებულს.

წყარო: https://www.facebook.com

 

დევიდ ფინჩერი და დედპულის რეჟისორი ტიმ მილერი ნეტფლიქსისთვის ანიმაციურ სერიალს შექმნიან

სერიალში სახელწოდებით “სიყვარული, სიკვდილი და რობოტები“, 18 მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია შევა, რომლებსაც სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და კომედიის ჟანრში გადაიღებენ.

წყარო: https://www.thewrap.com

 

თიბისი სტატუსი გიწვევთ   ვახტანგ ქოქიაშვილის პერსონალური  გამოფენის გახსნაზე Window Project-ის ახალ საგამოფენო სივრცეში

Image may contain: food

მიმდინარე ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, ვახტანგ ქოქიაშვილის სამ მიმართულებას აერთიანებს: მითოსი, რელიგია და ეთნოგრაფიული პოპი. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს, რაც შეეხება ეთნოგრაფიულ პოპს, ის თანამედროვე სამყაროში ჩვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც ჩვენს წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.