fbpx

10 იანვარი დილიდან


გააზიარე სტატია

 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს

ჯეფ ბეზოსის კომპანია „ამაზონი“ წელს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად დასახელდა. მის ქონება 137 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

წელს როტერდამის კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

Image may contain: 3 people, people sitting

ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევრის, „აღლუმის“ ევროპული პრემიერა სექციაში Totally Bright Future გაიმართება.

მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, „მოსავალის“ მსოფლიო პრემიერა ასევე როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმს უჩვენებენ 27, 28 და 31 იანვარს სექციაში Say No More, პრემიერამდე 1 დღით ადრე კი „მოსავალს“ მედიის წარმომადგენლები ნახავენ.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთელების მსოფლიო რეიტინგში მეოცე ადგილს იკავებს

ქართველმა სპორტსმენმა 1 820 ქულა დააგროვა. ჩოგბურთელი 3 იანვარს დოჰაში გამართულ ღია პირველობაზე სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა. 

წყარო: http://www.tennis.com

 

Bafta 2019-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. წელს დაჯილდოების ცერემონიალი 10 თებერვალს გაიმართება, ნომინანტები არიან:

Bafta masks

საუკეთესო ფილმი

  • BlacKkKlansman
  • The Favourite
  • Green Book
  • Roma
  • A Star Is Born

საუკეთესო ბრიტანული ფილმი

  • Beast
  • Bohemian Rhapsody
  • The Favourite
  • McQueen
  • Stan & Ollie
  • You Were Never Really Here

საუკეთესო რეჟისორი

  • სპაიკ ლი, BlacKkKlansman
  • პაველ პავლიკოვსკი, Cold War
  • იორგოს ლანთიმოსი, The Favourite
  • ალფონსო კუარონი, Roma
  • ბრედლი კუპერი, A Star Is Born

საუკეთესო მსახიობი ქალი

  • ლედი გაგა, A Star Is Born
  • გლენ ქლოუზი, The Wife
  • მელისა მაკარტი, Can You Ever Forgive Me?
  • ოლივია კოლმანი, The Favourite
  • ვაიოლა დევისი, Widows

საუკეთესო მსახიობი კაცი

  • ბრედლი კუპერი, A Star Is Born
  • კრისტიან ბეული, Vice
  • რემი მალეკი, Bohemian Rhapsody
  • სტივ კუგენი, Stan & Ollie
  • ვიგო მორტენსენი, Green Book

წყარო: https://www.bbc.com/news/entertainment-arts-46794243

 

მსახიობი მარგო რობი ბარბის როლს შეასრულებს

Margot Robbie and Barbie

Warner Bros მსოფლიოში ყველაზე ცნობილ თოჯინა ბარბიზე ფილმს გადაიღებს. ფილმში მთავარ როლს მსახიობი მარგო რობი შეასრულებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ბარბის გარეგნობა არ შეეფერება იმ ქვეყნის სილამაზის სტანდარტებს, სადაც ცხოვრობს, ამიტომ მას ბარბილენდიდან აგდებენ.

წყარო: https://www.bbc.com/

 

Netflix-ის პოპულარული სერიალის, “გრეისი და ფრენკის” მეხუთე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

15 იანვარს, 19:30 საათზე ქართველი მაყურებელი აიდას ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით დიდ ეკრანზე იხილავს.

წყარო: https://www.kinoafisha.ge

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.