fbpx

11 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულისთვის იბრძვის

მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა 31 იანვარს დასრულდება. გამოკითხვაში  ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძეც მონაწილეობს.

წყარო: https://www.iwf.net/

 

დაათვალიერეთ იაპონური ვოგისთვის საქართველოში გადაღებული ფოტოები:

 

ვუდსტოკის ფესტივალი 50 წლის შემდეგ ბრუნდება

Santana at Woodstock Music & Art Festival, August 1969 (Bill Eppridge/The LIFE Picture Collection/Getty Images)

ლეგენდარული მუსიკალური ფესტივალი, რომელმაც სამყარო შეცვალა, 50 წლის შემდეგ ბრუნდება და წლების მერეც კი ზუსტად იმ ადგილას ჩატარდება, სადაც პირველად გაიმართა – ბეთელში (აშშ). ფესტივალი 16 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

წყარო: https://pitchfork.com

 

12 იანვარს პირველი რესპუბლიკის მოედანზე სტეფანეს კონცერტი გაიმართება.

Image may contain: one or more people and text

წყარო: https://www.facebook.com/

 

Netflix-მა ახალი კომედიური სერიალის, Russian Doll-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დათო ევგენიძის ლექსების კრებული გამოიცა

13 იანვარს, 21 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში “პუბლიკა” გაიმართება დათო ევგენიძის საღამო. “Public(A) Talks”-ის ფარგლებში, არტისტი დაუკრავს დამსწრე საზოგადოებისთვის და ასევე მოხდება მისი წიგნის პრეზენტაცია.

„დე“ – ასე ჰქვია სამი წიგნისგან შედგენილ ნაკრებს, რომელიც ავტორმა დედას მიუძღვნა და რომელსაც ასე მიმართავდა. საყვარელი სიტყვა „დე“, ამავდროულად, პოეტის სახელის ინიციალებიცაა.  ევგენიძის წიგნი მაგთიკომის მხარდაჭერით შეიქმნა.

 

წლევანდელ ოსკარს შესაძლოა წამყვანი არ ჰყავდეს

პირველად, 1989 წლის შემდეგ, შესაძლოა კინოსამყაროს ყველაზე დიდი მოვლენა წამყვანის გარეშე დარჩეს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ცერემონიას კევინ ჰარტი წაიყვანდა, თუმცა მოგვიანებით მან ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა, მიზეზი კი მისი მისამართით აგორებული სკანდალი გახდა – კევინ ჰარტს ტვიტერზე ჰომოფობიური განცხადებების გამო აკრიტიკებდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ეყოლება თუ არა 91-ე ოსკარს წამყვანი.

წყარო: https://www.huffingtonpost.com/

 

 The Professor and The Madman-ის თრეილერი გამოვიდა

ისტორიულ დრამაში მთავარ როლებს მელ გიბსონი და შონ პენი ასრულებენ. ფილმი ოქსფორდის ლექსიკონის შემქმნელების – ჯეიმს მიურეის და ჩესტერ მაინორის ისტორიას მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.