Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს


გააზიარე სტატია

 

ლონდონის მუზეუმმა Tate Britain-მა ახალი ექსპოზიცია დააანონსა, სახელწოდებით „60 წელი“.  პრეზენტაცია 2019 წლის 22 აპრილს გაიმართება და იმ ქალი მხატვრების შემოქმედებას მიეძღვნება, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 1950 წლიდან დღემდე მოღვაწეობენ.

მუზეუმის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ექსპოზიციით სურთ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას ქალების უდიდესი წვლილი XX–XXI საუკუნის თანამედროვე ხელოვნების განვითარების საქმეში. გარდა ამისა, Tate Britain-მა ბოლო წლების ტერნერის პრემიის შედეგებსაც გაუსვა ხაზი, რომლის ლაურეატები მეტწილად ქალები იყვნენ: ტომმა აბტსი, სიუზენ ფილიპსი, ელიზაბეთ პრაისი, ლორა პრუვო, ჰელენ მარტენი და შარლოტა პროჯერი.  

სიმბოლურია ისიც, რომ ექსპოზიცია  ბრიტანელი ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭების 100-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაგრძელებაცაა. Tate Britain-მა თავის მუდმივ ექსპოზიციაში ქალთა საარჩევნო ხმის უფლებისათვის მებრძოლი სუფრაჟისტის, მილისენტ ფოსეტის პორტრეტი გამოფინა.

ექსპოზიციაზე  – „60 წელი“ – Tate Britain-ის კოლექციიდან 60 სხვადასხვა ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

 

Bridget Riley. „Achæan“. 1981

 

Susan Hiller. „Belshazzar’s Feast, the Writing on Your Wall“. 1983–1984

 

Sarah Lucas . “Pauline Bunny”. 1997 

 

Rose Wiley. „Pin Up and Porn Queen Jigsaw“. 2005

 

Tomma Abts. „Zebe“.  2010

 

Lynette Yiadom-Boakye. „The Generosity“. 2010

 

Monster Chetwynd. „Jesus and Barabbas / Odd Man Out 2011“. 2018 

 

Eva Rothschild. „The Fallowfield“. 2018 

 


რეკომენდებული სტატიები
თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები
წარმოგიდგენთ თბილისში მდებარე რამდენიმე მცირე, მაგრამ უნიკალურ მუზეუმს, რომლების არსებობაც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს

Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს

Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს
მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ნამუშევრების ნახვა პერიოდულად შესაძლებელია სხვადასხვა აუქციონებსა თუ ექსპოზიციებზე, ამ მასშტაბის გამოფენა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად იმართება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.