9 ქართველი მუსიკოსი ქალის ახალი ვინილი – SLEEPERS POETS SCIENTISTS
16 იანვარს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, CES Records წარმოგიდგენთ მუსიკალურ დადგმას SLEEPERS POETS SCIENTISTS – ლეიბლის პირველი კომპილაციისთვის, რომელიც მოიცავს 9 ქალი მუსიკოსის კომპოზიციებს საქართველოდან.
SLEEPERS POETS SCIENTISTS გერმანიაში R.A.N.D Muzik-მა გამოსცა, რომლის ტირაჟიც 300 ეგზემპლარია. მისი შეძენა 16 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. მსურველებს კომპილაციის ტრეკების მოსმენა ონლაინაც შეუძლიათ.
პორტალ Bankcamp-ზე რელიზის აღწერაში ვკითხულობთ: “Sleepers Poets Scientists საოჯახო ალბომს წააგავს, ბევრი სურათებით – ზოგი ფერმკრთალი, ზოგიც შავ-თეთრი, ფერადი ან დეფორმირებულია”.
შემოქმედებითი განათლების სტუდია CES წარმოადგენს დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც მსურველებს ხმის ინჟინერიაში, გრაფიკულ დიზაინსა და სხვა კრეატიულ დისციპლინებში სპეციალურ კურსებს სთავაზობს.
პროექტ SLEEPERS POETS SCIENTISTS-ში მონაწილეობენ:
- ანუშკა ჩხეიძე
- sTia ნათია სართანია
- ქეთი ერისთავი
- დეა ბეჟუაშვილი
- ეთო გელაშვილი
- თამთა გვარლიანი
- ანი ზაქარეიშვილი
- ნაზი ჭავჭავაძე
- ნატალია ბერიძე
რეჟისორი: ნიკა მაჩაიძე
16 იანვრის მუსიკალურ დადგმაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი, ლეონიძის 11