fbpx

მზე 10 მილიარდ წელიწადში ჩაქრება და “ბროლის ბურთად” გადაიქცევა


გააზიარე სტატია

 

10 მილიარდ წელიწადში, როცა მზე მოკვდება, ის „ბროლის ბურთად“ გადაიქცევა, ამბობენ მეცნიერები.

 

ასტრონომებმა აღმოაჩინეს პირველი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ვარსკვლავები ბირთვული საწვავის ამოწურვისა და გაცივების შემდეგ ქვებად იქცევიან.

მეცნიერები კოსმოსური ტელესკოპის, „გაიას“ საშუალებით 15 000 ჯუჯა პლანეტობის კანდიდატს აკვირდებოდნენ დედამიწიდან 300 სინათლის წელიწადის მანძილზე.

მათ დაადგინეს, რომ ვარსკვლავთა დიდი ნაწილი გაცივებისა და ქვად გადაქცევის ნიშნებს ამჟღავნებდა. დოქტორ პიერ-ემანუელ თრემბლეიმ Warwick-ის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტიდან განაცხადა, რომ დაკვირვებებმა ორმოცდაათი წლის წინანდელი თეორია დაამტკიცა.

 

The sun will turn into a ‘crystal ball’ (artist's impression) - in 10 billion years’ time, scientists have found. Astronomers identified the first direct evidence that old stars turn to rock when they cool down

 

„ეს პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ თეთრი ჯუჯები კრისტალდებიან, ანუ თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადადიან.

ორმოცდაათი წლის წინათ გამოითქვა ვარაუდი, რომ კრისტალიზაციის გამო იარსებებდნენ გარკვეული სიკაშკაშისა და ფერის მქონე თეთრი ჯუჯების განსაკუთრებული ჯგუფები, რომელთა აღმოჩენაც მხოლოდ ახლა მოხერხდა.

თავიანთი განვითარების გარკვეულ ეტაპზე ყველა ჯუჯა განიცდის კრისტალიზებას, თუმცა შედარებით მასიურ თეთრ ჯუჯებში ეს უფრო ადრე ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკის მილიარდობით თეთრ ჯუჯაში აღნიშნული პროცესი უკვე დასრულდა და ისინი პრაქტიკულად ცაში არსებული ბროლის ბურთები არიან. თავად მზეც ათ მილიარდ წელიწადში კრისტალის თეთრი ჯუჯა გახდება.“

 

Scientists trained the Gaia space telescope on 15,000 white dwarf candidates within around 300 light years of Earth. They found large numbers of the stars showing signs that indicated that they have cooled down - and showed signs they were turning to rock (file photo)

 

ბროლის ბურთებში ნახშირბადისა და ჟანგბადის ისეთი მაღალი კონცენტრაციაა, რომ მათი სტრუქტურა მეტალისას წააგავს – თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ვარსკვლავის გაცივებისას ალმასი წარმოიქმნას.   ჩვენი მზე ამჟამად ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია.

 

მომდევნო ხუთი მილიარდი წლის განმავლობაში ის გაცივდება – და ამ პროცესში ჯერ წითელ გიგანტად გადაიქცევა – ხოლო შემდეგ თეთრი ჯუჯის ზომამდე დაპატარავდება და თანდათანობით გამაგრდება.

საბოლოოდ, როცა მეტი სითბოს გამოსხივება აღარ შეუძლიათ, თეთრი ჯუჯები შავ ჯუჯებად გადაიქცევიან.  კვლევის მიგნებები სრულად ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

 

რა მოუვა დედამიწას, როცა მზე მოკვდება?

ხუთ მილიარდ წელიწადში მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა და ახლანდელ ზომაზე ასჯერ უფრო დიდი გახდება.

მერე ის გარსის შესაქმნელად გაზსა და მტვერს გამოსტყორცნის, რომელიც თავისი მასის ნახევარი იქნება.

ბირთვი კი პაწაწინა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი გახდება. იგი ათასწლეულების განმავლობაში განაგრძობს არსებობას და გარსის განათებას, რითაც ბეჭდის ფორმის პლანეტარული ნებულა შეიქმნება.

 

ეს მეტამორფოზი მზის სისტემას უეჭველად შეცვლის, მაგრამ მეცნიერებმა არ იციან, თუ რა დაემართება მზიდან  მესამე ქვას.

თუმცა, ის კი ვიცით, რომ მზე უფრო და უფრო დიდი და კაშკაშა გახდება, რის გამოც სავარაუდოა, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ყველა ფორმა განადგურდება.

აი, გადარჩება თუ არა დედამიწის ქვისებრი ფიგურა, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

 

 


რეკომენდებული სტატიები
კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები

კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები

კოსმოსისა და ციური სხეულების ძველი ილუსტრაციები
როგორი წარმოდგენები ჰქონდათ წარსულში კოსმოსზე, კომეტებზე, ნისლეულებსა და სხვა ასტრონომიულ ობიექტებსა თუ მოვლენებზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.