fbpx

24 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თუ სახლიდან ჯერ არ გასულხართ, გეტყვით, რომ დღეს ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება

რა თქმა უნდა, ეს დილიდან კარგ ხასიათზე ყოფნის მიზეზი სულაც არ არის, მაგრამ იმის ცოდნა, რომ გაზაფხულს უფრო და უფრო ვუახლოვდებით, ოდნავ მაინც მოგიყვანთ ხასიათზე.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს:

 

“ხაჭაპურის ტრადიცია” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ “ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს განცხადებით, ეს სტატუსი ხაჭაპურის დაცვის მექანიზმია. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სივრცეში ხაჭაპურის, როგორც ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია. 

წყარო: https://www.heritagesites.ge

 

“სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის სერიების ქრონომეტრაჟი ცნობილია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ახალი სეზონის თითოეული სერიის ხანგრძლივობა და სერიების ქრონომეტრაჟი:

  • I ეპიზოდი – 60 წუთი
  • II ეპიზოდი – 60 წუთი
  • III ეპიზოდი – 80 წუთი
  • IV ეპიზოდი – 80 წუთი
  • V ეპიზოდი – 80 წუთი
  • VI ეპიზოდი – 80 წუთი

წყარო: https://ew.com/

 

The Guardian “ბასიანსა” და თბილისის ღამის ცხოვრებას ვრცელ სტატიას უძღვნის

ბასიანი”: თბილისის ტექნო მექა, რომელმაც პოსტსაბჭოთა რეპრესია შეარყია“, – ასე მოიხსენიებს ჟურნალისტი  სტატიაში ღამის კლუბს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კლუბში სპეცრაზმის შეჭრას პროტესტი მოჰყვა, “ბასიანი” ახალი, პროგრესული საქართველოს სიმბოლოდ იქცა. სტატიაში აღნიშნულია, რომ კლუბის მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა, რომელიც გამოიხატება არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ იქ მყოფ ადამიანებშიც.

წყარო: https://www.theguardian.com

 

ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი “ნაცრისფერი ცა” Midpoint Feature Launch 2019-ის პროგრამის მონაწილედ შეირჩა.

Image may contain: 2 people, people sitting

პროგრამა მოიცავს 3 ვორქშოპს და ევროპის წამყვანი კინოპროფესიონალების ერთწლიან მენტორობას პროექტის განვითარებისთვის.

წყარო: https://www.facebook.com/

 

პროდიუსერი მელი ბაღდავაძე ნიუ-იორკის რეკლამის ფესტივალზე ჟიურის წევრად მიიწვიეს

მელი ნამუშევრებს კატეგორია FILM CRAFT-ში შეაფასებს. მასთან ერთად ჟიურიში მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის 400-ზე მეტი წარმომადგენელი იქნება. 50 ქვეყნიდან შემოსულ ნამუშევრებს ჟიურისა  და მრჩეველთა გუნდის წევრები მარტის ბოლოს შეაფასებენ.

წყარო: https://www.marketer.ge/

 

HBO-ს საკულტო სერიალის, “სოპრანოს კლანის” შემქმნელმა დევიდ ჩეისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სოპრანოს ისტორიის დასაწყისზე მხატვრულ ფილმს გადაიღებს

Image result for James Gandolfini's son cast to play young Tony Soprano

ფილმის სიუჟეტი 1960-იანი წლებში დაიწყება, როდესაც აფროამერიკელი და იტალიელი მაფიოზები ერთმანეთს სამტროდ გადაეკიდნენ. როგორც ცნობილია, ფილმში სოპრანოს მშობლების პერსონაჟებსაც ვიხილავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, სურათი ვერ შედგება ნიუჯერსელი მაფიის ბოსის, ტონი სოპრანოს გარეშე, რომლის როლსაც ამჯერად ჯეიმს განდოლფინის შვილი, მაიკლი მოირგებს.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ჯულია რობერტსი მონაწილეობას მიიღებს მწერალ სელესტ ნგის წიგნის, Everything I Never Told You ადაპტაციაში

სიუჟეტი ჩინელ-ამერიკელი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც უდიდესი ტრაგედია დაატყდებათ თავს – მათ შვილს, ლიდიას ტბაში დამხრჩვალს იპოვიან. წიგნი ტრაგიკული მოვლენების ფონზე მკაფიოდ აღწერს რასიზმის თემასაც, რასაც აზიელები 70-იანი წლების ამერიკაში ხშირად განიცდიდნენ.

წყარო: https://www.boston.com/

 

მოუსმინეთ ოსკარზე ნომინირებულ სიმღერას ფილმიდან A Star Is Born

წყარო: https://www.youtube.com


რეკომენდებული სტატიები
23 იანვარი დილიდან
Play Video

23 იანვარი დილიდან

23 იანვარი დილიდან
გაიგეთ - ვინ იბრძოლებს კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზის, ოსკარის მოსაგებად - ნახეთ 2019 წლის ნომინანტთა სია 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.