ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის – მარტა როსლერის გამოფენას ხსნის


გააზიარე სტატია

 

ნიუ-იორკში, ებრაული ხელოვნების მუზეუმში, გაიხსნა თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთი პირველი ფემინისტი არტისტის, მარტა როსლერის გამოფენა. როსლერის შემოქმედება ფოტოგრაფიას, ვიდეოს, ინსტალაციას, სკულპტურასა და პერფორმანსს მოიცავს. მისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარი 1975 წლით თარიღდება – ესაა ფემინისტური ვიდეოარტი  Semiotics of the Kitchen.

 

 

ქალთა უფლებები, სოციალური თანასწორობა და ანტიმილიტარიზმი არტისტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედების მთავარი თემებია. ებრაული ხელოვნების მუზეუმმა 75 წლის როსლერის  მთავარი ნამუშევრები: ფოტოკოლაჟები, ვიდეო და მულტიმედიური ინსტალაციები გამოფინა.

 

«Vacuuming Pop Art, or Woman with Vacuum» from the series «Body Beautiful, or Beauty Knows No Pain» c. 1966–1972

 

«Unknown Secrets / The Secret of the Rosenbergs» 1988 

 

გენდერული უთანასწორობის თემით როსლერი კარიერის დასაწყისშივე დაინტერესდა, როცა საუკუნისწინანდელ ამერიკულ კონსერვატორულ საზოგადოებაში ქალი შევიწროებული იყო და მამაკაცების მიერ მონოპოლიზებულ სახელოვნებო სივრცეებში რთულად იმკვიდრებდა ადგილს. ქალი სერიოზულად არც ინტელექტუალურ წრეებში აღიქმებოდა. როსლერის თქმით, ბიტნიკების თაობაშიც კი, კაცი მთავარ როლში იყო, ხოლო ქალი მხოლოდ ფონს წარმოადგენდა, მისი თაყვანისმცემლის ამპლუა ჰქონდა მორგებული.  

როსლერმა გენდერული უთანასწორობის თემას მრავალი ნამუშევარი მიუძღვნა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 1975 წლის ვიდეო გახდა, სახელწოდებით „სამზარეულოს სემიოტიკა“, რომლითაც გავრცელებული სტერეოტიპი „ქალის ადგილი სამზარეულოშია“ გააკრიტიკა.

 

 

საინტერესოა ისიც, რომ მარტა როსლერი ერთ-ერთი პირველი არტისტი იყო, რომელიც ხელოვნების ენით ქალის სექსუალური სურვილისა და მოხმარების ობიექტად აღქმის პრობლემაზე ალაპარაკდა. მის 1977 წლის ვიდეოპერფომანსში „მოქალაქის მარტივი გზით მიღებული ცხოვრებისეული პოზიცია“ კაცები მხატვარი ქალის სხეულის ზომებს იღებენ, მსჯელობენ და აკრიტიკებენ მის ფორმებს.

 

გარდა გენდერული საკითხებისა, მარტა როსლერის შემოქმედება ომის საწინააღმდეგო პოზიციითაა საინტერესო. მისი ძველი, ყველაზე ცნობილი სერია „ომი სახლში მიტანით“ (1967-1972)  ვიეტნამის ომსა და მედიის მიერ მისი გაშუქების თემას მიეძღვნა. მან ვიეტნამის ომის რეპორტაჟული ფოტოები ამერიკული სახლების ინტერიერში მოათავსა და ამ გზით, სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ამერიკელთა აზრით, მათგან შორს, უსაფრთხო რეგიონში ხდებოდა, ამერიკელების სახლებში შეიტანა. ამავე გზით, მარტა როსლერმა გამოთქვა პოზიცია ერაყის ომთან დაკავშირებით.

 

«Cleaning the Drapes» from the series «House Beautiful: Bringing the War Home» 1967-1972

 

«Red Stripe Kitchen» from the series «House Beautiful: Bringing the War Home» 1967-1972

 

«First Lady / Pat Nixon» from the series «House Beautiful: Bringing the War Home» 1967-1972 

 

«Photo-Op» from the series «House Beautiful: Bringing the War Home, New Series» 2004 

 

ებრაული ხელოვნების მუზეუმში მარტა როსლერმა დონალდ ტრამპის თემაზე შექმნილი ნამუშევარიც გამოფინა. მან პრეზიდენტის ყველაზე სკანდალური გამონათქვამები რეალური სოციალური პრობლემების ამსახველი გამოსახულებების ფონზე განათავსა.

 

 

ნიუ-იორკის ებრაული ხელოვნების მუზეუმში მარტა როსლერის გამოფენა 3 მარტამდე გაგრძელდება.

 

«Capitalism, Democracy» 2018 

 

«Stockholm» from the series «Ventures Underground» September 2002

 

«Untitled / Frankfurt» 2004

 


რეკომენდებული სტატიები
ეგონ შილეს 100 წლის იუბილეს ნიუ-იორკის მუზეუმმა ინოვაციური კატალოგი მიუძღვნა

ეგონ შილეს 100 წლის იუბილეს ნიუ-იორკის მუზეუმმა ინოვაციური კატალოგი მიუძღვნა

ეგონ შილეს 100 წლის იუბილეს ნიუ-იორკის მუზეუმმა ინოვაციური კატალოგი მიუძღვნა
ცნობილი მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, ნიუ-იორკის სენტ-ეტიენის მუზეუმმა შილეს ყველა ნამუშევარს მოუყარა თავი და პირდაპირ ინტერნეტ-ქსელში ატვირთა
2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან
ჟურნალმა Time-ის სია მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ პროექტებს, რომლებსაც არქიტექტურული გენია აერთიანებს და რომლებიც ყველასთვის თანაბრად საინტერესოა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.