fbpx

25 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი მობილურის ქეისები სრულად გაიყიდა.

Image may contain: phone

პროდუქტი დემნამ iPhone-ებისთვის შექმნა, რომლის ღირებულებაც 250 დოლარია. 

წყარო: https://www.facebook.com

 

მთვარეს დაბნელებისას მეტეორი შეეჯახა.

Image result for A meteor hit the moon during the lunar eclipse. Here's what we know.

20 იანვარს დასავლეთის ნახევარსფეროში მყოფ ადამიანებს 2019 წლის მთვარის პირველი დაბნელების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. დაბნელებისას მთვარეს პატარა მეტეორი დაეჯახა.

წყარო: https://www.nationalgeographic.com/

 

ქეით უინსლეტი HBO-ს ახალ სერიალში Mare of Easttown მთავარ როლს შეასრულებს.

უინსლეტი სერიალში დეტექტივის როლს მოირგებს, რომელიც მისტიკური მკვლელობების სერიას იძიებს.

წყარო: https://www.forbes.com/sites/

 

სანდრა ბულოკმა და ნეტფლიქსმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს

Sandra Bullock Reborn

ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად სტრიმინგ-სერვისის ფენტეზის ჟანრის ფილმში, Reborn-ში ითამაშებს. სურათი 80 წლის ქალის, ბონი ბლექის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვლება. შემდეგ კი თავიდან დაიბადება მაგიურ მიწა – ადისტრიაში.

წყარო: https://variety.com

 

ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის

მწერალი საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით, ასევე გამომცემლობა “ინტელექტთან” თანამშრომლობის ფარგლებში ეწვევა. ვიზიტის მხარდამჭერია “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

მარიო ვარგას ლიოსა თბილისში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩამოვა.

 

თბილისის “დინამოს” რიგებს არგენტინელი 27 წლის ფორვარდი ანტონიო როხანო შეემატა

როხანომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ “ხიმნასია ლა პლატას” რიგებში დაიწყო, შემდეგ არგენტინულ “ვილა სან კარლოსა” და “სპორტივო იტალიანოში” გამოდიოდა. ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური “რეალ პოტოსის” შემადგენლობაში. 2017/2018 წლების სეზონი შოტლანდიურ პრემიერშიფში “ჰამილტონის” ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ “ბურხოსში” ასპარეზობდა. ანტონიო როხანომ “დინამოსთან” ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

წყარო: http://fcdinamo.ge/

 

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფოტოგამოფენას – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“ მასპინძლობს

26 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ფოტოგამოფენაზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია დაეთმობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება ნანული შევარდნაძის მიერ 20 წლის წინ დაგეგმილი გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები. გამოფენის გახსნაზე ედუარდ შევარდნაძის მემუარების – „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ – მეორე, შევსებული გამოცემის პრეზენტაციაც შედგება. ამასთან, საზოგადოება გაეცნობა კიდევ ერთ ახალ გამოცემას – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“, რომელიც ნანა ზურაბიშვილმა შეადგინა.

ფოტო: http://www.tabula.ge/


სანდენსის კინოფესტივალზე გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სამშობლო” აჩვენეს.

Fatherland • today at Sundance Film Festival (shorts program 1) 🙂

Gepostet von George Sikharulidze am Donnerstag, 24. Januar 2019

 

წყარო: https://www.facebook.com/

 

მოუსმინეთ ოსკარის ნომინანტ სიმღერას Black Panther

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
23 იანვარი დილიდან
Play Video

23 იანვარი დილიდან

23 იანვარი დილიდან
გაიგეთ - ვინ იბრძოლებს კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზის, ოსკარის მოსაგებად - ნახეთ 2019 წლის ნომინანტთა სია 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.