Play Video

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა, ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. კახა კალაძის თქმით შეთანხმება ინვესტორთან უკვე მიღწეულია.
გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 5 წლიანი ხმაურიანი დავა ქალაქის სასარგებლოდ დასრულდა. სასტუმრო ბუდაპეშტი სავარაუდოდ მერიის მიერ ინვესტორისთვის შეთავაზებულ ახალ ადგილას აშენდება.