fbpx

სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიას” იტალიურ რესტორანს ახალი შეფმზარეული ჰყავს – როგორ მოვამზადოთ ნამდვილი რიზოტო და სხვა რეცეპტები


გააზიარე სტატია

 

 

სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიას” იტალიურ რესტორან “ფილინის” ახალი იტალიელი შეფმზარეული მატეო ბოიფავა ჰყავს. გაგაცნობთ მატეოს, რომელიც თავის პროფესიაზე გვიამბობს და გვასწავლის როგორ მოვამზადოთ ნამდვილი იტალიური რიზოტო.

 

 

მატეო ბოიფავა:  დავიბადე იტალიაში, მილანთან ახლოს, პატარა ქალაქ კრემონაში, ჩემი ქალაქი მსოფლიოსთვის სტრადივარიუსის ვიოლინოთია ცნობილი. კრემონა ასევე ცნობილია დესერტით მოსტრადა.

 

როგორ აღმოაჩინეთ თქვენი გატაცება კულინარიით?

როდესაც პატარა ვიყავი, დიდ დროს ვატარებდი ბებიასთან ერთად, რომელიც არაჩვეულებრივად ამზადებდა კერძებს.  მე ყოველთვის ვეხმარებოდი პასტის, რავიოლის და ა.შ. მომზადებაში. ის სურნელი, რომელიც ბებიაჩემის მომზადებულ კერძებს ჰქონდა, დღემდე მახსოვს. ბავშვობაში გადავწყვიტე, რომ ეს სფერო ყველაზე მეტად მაინტერესებდა და დღეს აქ ვარ.

 

“Biancomangiare” / სიცილიური ბლომანჟე მობრაწული ნუშით და ხილით

 

 

თუ გახსოვთ თქვენი მომზადებული პირველი კერძი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა?

როგორც უკვე გითხარით, სამზარეულოში ბებოს დახმარების დიდი  გამოცდილება მქონდა, თუმცა ერთ კვირა დღეს გადავწყვიტე ოჯახური სადილისთვის მარწყვით და კარამელიზებული ხახვით ბატის მკერდი მომემზადებინა. დღემდე მეამაყება, რადგან მახსოვს  ოჯახისა და ნათესავების ემოციები, როდესაც ჩემს მომზადებულ კერძს მიირთმევდნენ. მაშინ 13-14 წლის ვიყავი.

 

“Pera al vino rosso” / წითელ ღვინოში მოხარშული მსხალი მასკარპონეთი, შოკოლადით, ამარეტით  და ნუშით

 

 

რომელია   თქვენი საყვარელი კერძი?

ყოველგვარი  კონკურენციის გარეშე, ჩემი საყვარელი კერძი აუცილებლად ხორცისგან უნდა იყოს მომზადებული, შესაბამისად სტეიკი ჩემი საყვარელი კერძია. ყველაზე მეტად ხბოს ხორცი მიყვარს, თუმცა არც ირემი და ბატკანი ჩამოუვარდება.

 

“Costolette alla Milanese” / ხბოს ნეკნები ამოვლებული საფანელში, რუკოლათი, პომიდორი  ჩერით და კარტოფილით

 

 

რომელი ინგრედიენტი გიყვართ ყველაზე მეტად?

Extra virgin” ზეითუნის ზეთი ჩემი ყველაზე საყვარელი ინგრედიენტია, რომლის  გამოყენებასაც ვცდილობ ყველაფერში – აპერტაიზერშიც, მთავარ კერძშიც და დესერტშიც.

 

რომელია თქვენი საყვარელი ხილი, რომელსაც კერძში იყენებთ?

ყველაზე მეტად ტროპიკული ხილი მიყვარს. დიდი დრო მაქვს გატარებული სინგაპურში და ტაილანდში, ძალიან მიყვარს მანგო და ანანასი.

 

ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის სამზარეულოს კერძების მომზადება მოგწონთ?

იტალიურის! როგორც ტრადიციული იტალიური სამზარეულოსი, ასევე თანამედროვესიც. მაგალითად, თუ ტრადიციულ იტალიურ სამზარეულოში პარმეზანი აუცილებლად ნესვთან ერთად მზადდება, მე ძალიან მომწონს მისი მანგოსთან ერთად მომზადება. “ფილინიში” ძირითადად კლასიკურ, იტალიურ კერძებს ვამზადებ, თუმცა ნახავთ თანამედროვე შტრიხებსაც. ვცდილობ აქ მოსულმა ადამიანებმა ნამდვილი იტალიური გემო შეიგრძნონ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

რა არის თქვენი, როგორც შეფის მთავარი დეტალი ან ხელწერა?

ძალიან მიყვარს პასტა “პასატელის” მომზადება, რომელიც ჩემი რეგიონის კერძია. მას პორჩინის და შავი ტრუფელის სოკოთი და სოსისით ვამზადებ. ჯერჯერობით “ფილინიში” ეს კერძი არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ დამატებას.

“Ravioli del Plin al gorgonzola e crema di zucca” / რავიოლი გორგონზოლას ყველით და გოგრის კრემით

 

 

რომელია “ფილინის” ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი?

პასტა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძია, შესაბამისად “ფილინიში” გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ ნამდვილი იტალიური პასტა. გირჩევთ ჩვენი კარბონარა გასინჯოთ, რომლის  მომზადების უამრავი წესი არსებობს, ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტები მისი მომზადებისთვის, თუმცა რეცეპტი მაინც გავათანამედროვეთ და ძალიან გემრიელი გამოვიდა.

 

 

ადამიანი, რომელიც პირველად არის “ფილინიში” ლანჩისთვის, რას ურჩევდით?

ვურჩევდი ფლორენციულ, ტრადიციულ ან T-Bone სტეიკს, ან რიზოტოს, რომელსაც დღეს მოგიმზადებთ და რეცეპტსაც გაგანდობთ.

 

“ფილინის” ჭარხლის რიზოტო გორგონზოლას კრემით და ფუა-გრათი

 

ინგრედიენტები:

  • 80 გ რიზოტო
  • 20 გ თეთრი ხახვი
  • 50 გიხვის ფუა-გრა
  • 30 გ ყველი გორგონზოლა
  • 40 გ თეთრი ღვინო
  • 40 გ კარაქი
  • 1 ჭარხლის წვენი
  • 200 გ ვეგეტარიანული პროდუქტი
  • 40 გ პარმეზანის ყველი

 

მობრაწეთ ბრინჯი,  და თეთრი ხახვი და კარაქის ნახევარი ტაფაზე, სანამ ხმის გამოცემას დაიწყებს, შემდეგ მოასხით თეთრი ღვინო და აცადეთ ალკოჰოლს ამოშრობა, შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ჭარხლის წვენი, სანამ ბრინჯი არ იქნება Al dente (სავარაუდოდ 13-15 წუთი, დამოკიდებულია ბრინჯზე).

  • გაადნეთ ყველი გორგონზოლა ნაღებთან ერთად ორთქლზე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მობრაწეთ ფუა-გრა კარგი ხარისხის ტაფაზე ორივე მხარეს (1 წუთი ერთი მხარისთვის).
  • როცა რიზოტო იქნება Al dente, გადმოდგით და დაამატეთ პარმეზანი და კარაქი, ურიეთ გაუჩერებლად, რომ მიიღოთ  კრემი. გადმოიღეთ თეფშზე, ზევიდან მოასხით გორგონზოლას სოუსი და ფუა-გრა.

 

 


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს საუკეთესო 100 რესტორანი

მსოფლიოს საუკეთესო 100 რესტორანი

მსოფლიოს საუკეთესო 100 რესტორანი
მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სიას ყოველწლიურად William Reed Business Media ადგენს. გამოკითხვა 1000 რესტორანს, შეფმზარეულს, კერძების კრიტიკოსსა და კულინარს შორის ტარდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.