პირველი ქართული კლავიატურა Hary-ჰარი მსურველთათვის უკვე ხელმისაწვდომია
ავტორი: გიორგი მაკარაშვილი
ტექნოლოგიური სტარტაპის იდეა ერთი წლის წინ რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა. იდეის მიზანი კი ქართულად წერის პრაქტიკის გამარტივება და ხელშეწყობა იყო.
კლავიატურა ჩინეთში მზადდება. პირველი 1000 ცალი Hary-ჰარი უკვე საქართველოშია და მისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 38 ლარია.
დღეს პროდუქტის შეძენა მხოლოდ ვებ საიტის www.hary.ge ან facebook Hary•ჰარი გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი, თუმცა იდეის ავტორები სამომავლოდ მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ.
კლავიატურის ერთ-ერთი შემქმნელი სანდრო ანდღულაძე პროდუქტის გლობალურ მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, Hary-ჰარი MES განლაგებაზეა აწყობილი და თუ MES layout სტანდარტად იქცა, შემდგომში უკვე შესაძლებელი გახდება მსოფლიოს უმსხვილესმა ლეპტოპების მწარმოებელმა კომპანიებმა (Apple, Microsoft) ქართული კლავიატურა სტანდარტად აღიარონ და ადგილობრივი ბაზრისთვის სწორედ ქართულკლავიატურიანი ლეპტოპების იმპორტი დაიწყონ.
Hary-ჰარი-ის შემქმნელები კლავიატურის სხვადასხვა მოდელების შექმნაზეც მუშაობენ. უკვე მზადდება უკაბელო და Gaming კლავიატურები.