fbpx

5 უსაყვარლესი საჩუქარი ბავშვობის გასახანგრძლივებლად


გააზიარე სტატია

 

გიყვართ  იუნიქორნები, ფისუნიები, ჩიტუნიები და ყველა სხვა საყვარლობა, რაც  ბუნებასა და მულტიპლიკაციას შეუქმნია? მაშინ ეს სასაჩუქრე სია თქვენთვისაა. ჩაიხუტეთ ახალი მეგობრები და გაიხანგრძლივეთ ბავშვობა, ან უბრალოდ გამოიკეთეთ განწყობა. მაშ ასე, „ბაიერსის“ შოურუმის ყველაზე, ყველაზე საყვარელი  ბინადრების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება: 

ყველა პროდუქტი თბილისშია და მათი ნახვა “ბაიერსის” შოურუმში, გერონტი ქიქოძის #11-ში შეგიძლიათ. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ.

 

მოჭიკჭიკე ჩიტი POLS POTTEN-ისგან კონკიას სტილში გასაღვიძებლად

Singing bird velvety red

ეს წითელი ხავერდის ჩიტი, რომელიც კოხტად  შემოსკუპდება ყველა თაროზე, არა მხოლოდ თვალს, არამედ ყურსაც დაატკბობს მხიარული ჟღურტულით.

 

იუნიქორნის ფორმის კერამიკული ჩაიდანი FIREBOX-ისგან  საუზმის გასახალისებლად

Elodie the Unicorn Ramen Bowl

ამ საყვარელი ოქროსფერი რქის და მომხიბვლელი დრუნჩის დანახვაზე ყველაზე დიდი სკეპტიკოსიც კი ფიფქიას სიმღერას წაიღიღინებს. .

 

კომპლექტი “სთარ ვორსის” გმირების მოსაქსოვად და კოსმიური ძენის მისაღწევად

Star Wars Even More Crochet Kit

თუ ლუკასის კოსმოსური საგა გიყვართ და ჯედაების სულიერი წონასწორობისა გშურთ,   FIRE BOX დაგეხმარებათ. მოქსოვეთ საყვარელი გმირები და ნერვების სიმშვიდე გარანტირებული გაქვთ.

 

სახლის  ფეხსაცმელი კატუნიებით FIREFOX-ისგან სავარძელში მოსაკალათებლად

Pusheen Slippers

თუ ბავშვობასთან განშორება გიმძიმთ, სახლში მაინც შეგიძლიათ კატობანას თამაში.

 

სანათი LUCKY NIKO FIREFOX-ისგან მშვიდი ღამეებისთვის

Lucky Niko Night Light

ამ პატარა ფისუნიას რბილი ნათება სწორედ აზიაზე საოცნებოდაა კარგი. მისი პაწია თათი კი ბედნიერებას მოიზიდავს.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.