8 თებერვალი დილიდან
ჟურნალმა GQ-მ დემნა გვასალია მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში შეიყვანა
50-კაციან სიაში Vetements-ის დამაარსებელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი მეხუთე ადგილს იკავებს. სიის სათავეში Dior-ის სახლის დიზაინერი კიმ ჯონსია.
წყარო: https://www.gq-magazine.co.uk/
2019 წლის ბოლომდე ანდროიდისა და iOS-ის ოპერაციულ სისტემებში 200-ზე მეტი ახალი ემოჯი გამოჩნდება.
წყარო: https://mashable.com/
გარი ოლდმანი და არმი ჰამერი ახალ დრამაში ერთად ითამაშებენ
ფილმში მსახიობებს პარტნიორობას ევანჯელინ ლილი და ვერონიკა ფერესი გაუწევენ. ფილმი ნარკოტიკებით მოვაჭრეებზე მოგვითხრობს.
წყარო: https://variety.com/
7-დან 17 თებერვლის ჩათვლით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იქნება სტენდი – „გადაიღე საქართველოში“
ბერლინალე მსოფლიოში კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია, რომელიც ყოველი წლის თებერვალში ტარდება. ღონისძიებას ყოველწლიურად 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი ესწრება.
აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებისათვის მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს შესახებ წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ. cashrebate-ის მექანიზმის შესახებ.
ფოტო: https://eu.cloudvod.imedi.ge/
ოზი ოსბორნი კონცერტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს
გავრცელებული ინფორმაციით, Black Sabbath-ის სოლისტს გრიპი გაურთულდა. ავადმყოფობის გამო ოსბორნმა რამდენიმე კონცერტი გადადო.
წყარო: https://www.theguardian.com/
25 თებერვალს სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სპექტაკლს ნინო კასრაძის, ნატა მურვანიძის და ბაია დვალიშვილის მონაწილეობით – ჟან ჟენეს დრამაში “მოახლეები”
შურისძიების სურვილით შეპყრობილი მოახლე დებისა და მათი ქალბატონის სიყვარულითა და სიძულვილით გაჟღენთილი ღამე ნებისმიერი მათგანისთვის შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს. არ გამოტოვოთ ქართული თეატრისა და კინოს თანავარსკვლავედი ჟან ჟენეს საკულტო დრამის პირველ ქართულ დადგმაში.
წყარო: https://www.facebook.com/
საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ვახო ხეთაგურის პერსონალურ გამოფენას – „მონოლოგი”
ვახო ხეთაგური თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. “მონოლოგი” რეტროსპექტიული გამოფენაა, რომელიც ავტორის 12 სერიას აერთიანებს. წარმოდგენილი სერიები რვა ქვეყანაშია შესრულებული. განსხვავებულია მათი ტექნიკა და ჟანრები – კონცეპტუალური, დოკუმენტური და ჟურნალისტური. ავტორი ერთნაირი წარმატებით ახერხებს თემის სიღრმისეულ გააზრებასა და ემოციური თხრობითი ხაზის შექმნას. ფოტოგრაფის ხელწერას გამოარჩევს მის მიერ ინტროსპექტიულ და სოციალურ თემაზე შექმნილი შავ-თეთრი ფოტოსერიები.
წყარო: https://www.facebook.com/