სტარტაპმა Levia-მ უსადენო ლევიტაციური სანათი გამოუშვა


გააზიარე სტატია

 

დიდი კორპორაციები პროდუქციის დიზაინის შემუშავებისას ა  ექსპერიმენტებს არ ატარებენ. ეს ნიშა მცირე კომპანიებმა, მეტწილად სტარტაპებმა დაიკავეს. სწორედ ამგვარი პროექტია Levia, რომელმაც ე.წ. ლევიტაციური სანათი გამოუშვა. მოწყობილობა ენერგიას არა სადენით, არამედ ელექტრომაგნიტური ინდუქციის დახმარებით გადასცემს.

 

 

პროექტის ავტორები იტალიელები არიან. მათი დიზაინით შექმნილი მოწყობილობა ნებისმიერი ინტერიერისთვისაა განკუთვნილი. სანათის კორპუსი ხელით დამუშავებული ძვირფასი მარმარილოსგან – Genuine Carrara-სა და Black Marquina-სგანაა დამზადებული. სანათის სადგამის დასაფიქსირებლად ძირზე რეზინაა დამაგრებული. რაც შეეხება ჩამრთველს, ის მგრძნობიარეა და მასზე მინიმალური ფიზიკური ზემოქმედებაა საჭირო.

 

 

დენის წყარო სტანდარტული ჩამრთველისგან მოდის. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, ლევიტაციური  ნათურა არ ჩამოვარდება, ის მაგნიტით მოწყობილობის ზედა ნაწილს ეკვრის.

პროექტის ავტორების თქმით, მოწყობილობის მუშაობის ვადა 50 ათასი სამუშაო საათია. სანათი 99 ევრო ღირს. ხელმისაწვდომია  თეთრი და შავი სანათები.

 


რეკომენდებული სტატიები
სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
Play Video

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს კანის პრობლემებს და მომხმარებელს საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.