მსოფლიოს პირველი წყალქვეშა სასტუმრო


გააზიარე სტატია

 

“ინდოეთის ოკეანის წამყვანი კურორტი”, „საუკეთესო დასასვენებელი სახლები მალდივის კუნძულებზე“ – ასე მოიხსენიებენ კურორტ Conrad Maldives Rangali Island-ს, რომელიც მალდივებზე მდებარეობს და ულამაზესი ლაგუნებითა და მარჯნის რიფებითაა გამორჩეული.  კურორტზე განსხვავებული კონცეფციის 2 სპა-ცენტრი ფუნქციონირებს, ასევე 12 რესტორანი და ბარი, მათ შორის, წყალქვეშა რესტორანი Ithaa.  

 

 

სულ ახლახან კურორტის ინფრასტრუქტურას დაემატა მსოფლიოში პირველი წყალქვეშა რეზიდენცია Muraka პანორამული ხედებით. ის ინდოეთის ოკეანეში 5 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული. რეზიდენცია 9 ადამიანზეა გათვლილი, გააჩნია დამოუკიდებელი სექცია წყალს ზემოთ, რომელიც 2 საძინებელს, მისაღებს,  მომსახურე პერსონალის ოთახს, სპორტდარბაზსა და 2 ტერასას აერთიანებს.

 

 

თუ კურორტის დამსვენებელი ორიგინალური ფოტოების გადაღებას მოინდომებს, სასტუმრო სთავაზობს სერვისს „insta-პორტიე“. სასტუმროს თანამშრომელი სტუმრებს სპეციალური მარშრუტებით ასეირნებს და იმ ადგილებს ათვალიერებინებს, რომელიც ნაკლებად ცნობილია. გარდა ამისა, აძლევს პროფესიონალურ რჩევებს იმის შესახებ, თუ დღის რომელ მონაკვეთში როგორი რაკურსით უნდა გადაიღონ ფოტოები, რათა გამოსახულება ორიგინალური და ეფექტური გამოვიდეს.    

 

 

კურორტ Conrad Maldives Rangali Island-ზე ვიზიტის დასაგეგმად სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ აპლიკაციას Conrad Concierge.

 


რეკომენდებული სტატიები
უხილავი წყალქვეშა სამყარო იაპონურ ფოტოებში

უხილავი წყალქვეშა სამყარო იაპონურ ფოტოებში

უხილავი წყალქვეშა სამყარო იაპონურ ფოტოებში
იაპონელი ფოტოგრაფის - რიუ მინემიცუმის ობიექტივში ოკეანეებისა და ზღვების ყველაზე პატარა არსებები მოხვდნენ, რითაც არტისტმა წყალქვეშა სამყაროს მთელი არსი, სილამაზე და მრავალფეროვნება ასახა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.