fbpx

12 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ლეონარდო დიკაპრიო მთავარ როლს შეასრულებს სერიალში, რომელსაც მარტინ სკორსეზე გადაიღებს  

Image result for Leonardo DiCaprio and Martin Scorsese Developing 'Devil in the White City' Series at Hulu

მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო ისევ ერთიანდებიან, თანაც ამჯერად სერიალში. სკორსეზეს ახალი სერიალი Hulu-ზე გავა და ის ერიკ ლარსონის წიგნის, The Devil in the White City-ის ადაპტაცია იქნება. ისტორია 1893 წელს ვითარდება და ორი მამაკაცის, დენიელ ბარნჰემისა და დოქტორ ეიჩ ჰოლმსის ამბავს გვიყვება. დენიელ ბარნჰემი ცნობილი ამერიკელი არქიტექტორია, ეიჩ ჰოლმსი კი – სერიული მკვლელი, რომელიც სპეციალურად აგებულ “მკვლელობის სასახლეში” ადამიანებს ანაწევრებს და სხეულის ნაწილებს სამედიცინო ინსტიტუტებში ყიდის.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

მალე კოკა-კოლა ვანილისა და ფორთოხლის არომატით გამოვა

Coca-Cola New Orange Vanilla Flavor Release

ბოლოს ახალი, ალუბლის არომატით კოკა-კოლა 1985 წელს  გამოუშვეს. როგორც კოკა-კოლას დირექტორი ამბობს, ალუბლისარომატიანმა სასმელმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს სიახლეების დანერგვა.

წყარო: https://hypebeast.com/

 

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა  ძალოსან ქალებსა და კაცებს შორის 2018 წლის საუკეთესოს გამოსავლენად.

გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე აღიარეს, რომელმაც დაახლოებით 17 800 ხმა მიიღო, ქალებს შორის კი ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელსაც 13 000 ხმა მოუგროვდა.

წყარო: https://1tv.ge/


13 თებერვალს CineDom წარმოგიდგენთ გერმანელი რეჟისორის, ვიმ ვენდერსის „ოქროს პალმის რტოს“ პრიზიორ ფილმს „პარიზი, ტეხასი“

Image may contain: 2 people, indoor

ჩვენება გაიმართება კინოს სახლის სტუდენტურ სივრცეში. ღონისძიების მოწვეული სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეო ხატიაშვილი, რომელიც რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

დისნეიმ ალადინის ახალი ეკრანიზაციის ტრეილერი გამოაქვეყნა

ფილმში ჯინის როლს უილ სმიტი ასრულებს, ჟასმინისა და ალადინის როლებს კი ნაომი სკოტი და მენა მასუდა. ფილმი ეკრანებზე 24 მაისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

BAFTA 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

Olivia Colman with her Bafta Award

წლის საუკეთესო ფილმი ალფონსო კუარონის “რომა” გახდა, საუკეთესო ბრიტანული ფილმი კი “ფავორიტი”. საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის  ნომინაციებში ჯილდო რემი მალეკსა და ოლივია კოლმანს ერგოთ.

წყარო: https://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
ადამიანის ფორმირების ფოტოები ჩასახვიდან დაბადებამდე

ადამიანის ფორმირების ფოტოები ჩასახვიდან დაბადებამდე

ადამიანის ფორმირების ფოტოები ჩასახვიდან დაბადებამდე
1965 წელს ჟურნალმა LIFE-მა გამოაქვეყნა ლენარტ ნილსონის განსაცვიფრებელი ფოტოები, რომლებიც ასახავდა ბავშვის ჩასახვის პროცესს. ნახეთ, როგორ იქმნება სიცოცხლის მშვენიერება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.