fbpx

5 საჩუქარი ბიჭისთვის ვალენტინობის დღეს


გააზიარე სტატია

 

აბაა, ერთი, ორი, სამი – „ბაიერსისკენ” ნაბიჯით იარ!!! ვალენტინობის დღე ახლოვდება, მეგობრებო. კიდევ ფიქრობთ რა აჩუქოთ რჩეულს? ჩვენ უკვე გვაქვს რაღაც ვარიანტები.

ყველა პროდუქტი თბილისშია და მათი ნახვა “ბაიერსის” შოურუმში, გერონტი ქიქოძის #11-ში შეგიძლიათ. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ

 

T-shirt Lovers

მაისური museumshop.ge-სგან სიყვარულის ასახნელად. ვინ  თქვა, რომ სიყვარულის ახსნა მამაკაცთა პრივილეგიაა?! თუ აქამდე ვერ გაბედა, თქვენ გაბედეთ. იქნებ ეშველოს!

 

Paris, Portrait of a City

ფოტოალბომი „პარიზი. ქალაქის პორტრეტი“  taschen-ისგან იმისთვის, რომ ვაგრძნობინოთ – გვინდა პარიზში. ამბობენ, მამაკაცებს პირდაპირ უნდა უთხრა, რა გსურს, თორემ ვერ ხვდებიანო და აი ბატონო, პარიზი – შეყვარებულების ქალაქი. თუ ამის მერეც ვერ მიხვდა, ალბათ ჯობია მარტო გაფრინდეთ.

 

Qb S _V2 PANTONE Wireless Speaker Flame Scarlet

უსადენო დინამიკი kakkoii-სგან ძალიან სასარგებლო საჩუქარია. როცა ღია ცის ქვეშ თქვენთვის რომანტიკული საღამოს მოწყობას გადაწყვეტს, გამოადგება.

 

Mug - This is Probably Wine Gold Coffee Mug

ჭიქა sweet water décor-ისგან წარწერით; შესაძლოა ეს ღვინოა. ოფისში ყავას რომ დალევს, კოლეგები ჭიქას შეუქებენ, ის კი თქვენზე იფიქრებს.

 

 

Eleven Bleeding Nose Candle

სასანთლე firebox-ისგან იუმორის გრძნობის გასავარჯიშებლად.  დარწმუნდით, რომ თქვენს რჩეულს იუმორის კარგი გრძნობა აქვს და არ ჩათვლის, რომ სისხლისმსმელ ვამპირთან გააბა ურთიერთობა და მასაც ასეთი ბედი ელის. მოკლედ, თუ პარანოია გამოირიცხა, თამამად აჩუქეთ. მაგარი სასანთლეა.  

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.