fbpx

5 საჩუქარი გოგოსთვის ვალენტინობის დღეს – Buyers.ge


გააზიარე სტატია

 

წარმომიდგენია, როგორ  იტანჯება საშუალო სტატისტიკური მამაკაცი თებერვლის 10-დან 14 რიცხვამდე. რა ვაჩუქო? მარტო ყვავილები და რესტორანი საკმარისია? ან იქნებ ვთქვა, რომ  ვერ ვიტან ვალენტინობის დღეს, რომ მომავალშიც არ შემაწუხოს ამ ფუსფუსით. მოკლედ გეტყვით – ეს ცუდი იდეაა! მთავარი ვალენტინობის დღე კი არა, თქვენი სურვილია მას საჩუქრები ყველა შესაძლო მიზეზით მიართვათ. ასე რომ, თუ მართლა გიყვართ და არ გინდათ 14-ში მის გაბუტულ სახეს უყუროთ, „ბაიერსი“ დაგეხმარებათ.

ყველა პროდუქტი თბილისშია და მათი ნახვა “ბაიერსის” შოურუმში, გერონტი ქიქოძის #11-ში შეგიძლიათ. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ.

 

Bowie earrings

ვარსკვლავიანი საყურე justine clenquet-ისგან თქვენი ვარსკვლავისთვის.  შეყვარებულ ქალს თვალები სულ უციმციმებს, მაგრამ ამ საყურის დანახვაზე ყველა გოგო მზესავით შემოგანათებთ.

 

FUNKED demi/red

სათვალე giant vintage-სგან ყველაზე ლამაზი თვალების მზისგან დასაცავად. თუ თქვენი ერთადერთის სახეს ისე კარგად იცნობთ, რომ სათვალის შერჩევასაც გაბედავთ, ეს ფორმა ძალიან აქტუალურია.

 

ROD RING

ლამაზი ბეჭედი common muse-სგან. სანამ მთავარ ბეჭედს ვაჩუქებთ, შეგვიძლია  რეპეტიცია მაინც გავიაროთ.

 

"Circus" Scarf

აბრეშუმის შარფი soyka-სგან ნაზი გრძნობების გამოსახატად. ამ ქსოვილის სინაზე თქვენი გრძნობების ხაზგასასმელად გამოდგება, თანამედროვე პრინტი კი იმისთვის, რომ გაიგოს, როგორი გემოვნებიანი რჩეული ჰყავს.

 

Bag

ტექსტილის ჩანთა rosebud-ისგან დანარჩენ საჩუქრებს რომ დაიტევს, ისეთი.  დაიმახსოვრეთ! არც ერთი ჩანთა არ არის ზედმეტი ქალის გარდერობში. მეტსაც გეტყვით, თუ ამიერიდან 14 თებერვალს მხოლოდ ლამაზი ჩანთების ჩუქების დღედ აქცევთ, არც ერთი გოგო არ გაგინაწყენდებათ.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.