14 ყველაზე პოპულარული კლასიკური სასიყვარულო სიმღერა
სიმღერები ყველანაირ თემაზეა დაწერილი, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, თუმცა ყველაზე საუკეთესოები – 50-იანების ბალადებიდან დაწყებული და თანამედროვე მუსიკით დამთავრებული – სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ სასიხარულო თუ სამწუხარო მომენტებს ეხება.
ცნობილმა ჩარტების ბრენდმა Billboard-მა შეარჩია 14 სიმღერა, რომელთა სათაურშიც ფიგურირებს სიტყვა – Love და რომლებიც მუსიკალური ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე საუკეთესო 100-ეულში მოხვდნენ. ეს სიმღერები კი ყველა ადამიანმა, ვისაც 2000 წლამდე პერიოდი ახსოვს, ზეპირად იცის, რაც სწორედ იმის დასტურია, რომ მუსიკალური მიმდინარეობები და ტენდენციები მუდმივად შეიცვლება, მაგრამ სიყვარული და მისი შთაგონებით დაწერილი სიმღერები არასდროს გადავა მოდიდან.
სიმღერების ნუმერაცია შეესაბამება მათ პოზიციებს Billboard Hot 100-ის რეიტინგებში.
#14 “Part-Time Lover” – Stevie Wonder
Hot 100 Peak: No. 1 (1985)
სტივი უანდერისვე სიტყვებით, მისი ამ კომპოზიციის შთაგონების წყარო იყო Motown-ის ორი ჰიტი – “You Can’t Hurry Love” და “My World Is Empty Without You” – ორივე ჯგუფ the Supremes-ის შესრულებით. ეს იყო მისი მეცხრე N1 და პირველი სინგლი ბილბორდის 5 სხვადასხვა ჩარტში.
#13 “Justify My Love” – Madonna
Hot 100 Peak: No. 1 – 2 კვირის მანძილზე (1991)
ამ სიმღერისთვის დამზადებული ვიდეოკლიპი MTV-მ ზედმეტად პროვოკაციულად ჩათვალა და უარი თქვა ეთერში მის გაშვებაზე. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში Warner/Reprise Video-მ განაცხადა, რომ “Justify My Love” გახდებოდა ისტორიაში პირველი კომერციულად გავრცელებული ვიდეო სინგლი, რის შემდეგაც ტელეკომპანია ABC’s “Nightline”-მა მთლიანი ვიდეო ცენზურის გარეშე ეთერში გაუშვა.
#12 “I Just Called to Say I Love You” – Stevie Wonder
Hot 100 Peak: No. 1 – 3 კვირის მანძილზე (1984)
დაიონ უორვიკმა ჯინ უაილდერის ფილმ “The Woman in Red”-ის პროდიუსერებს ურჩია, რომ უანდერისთვის საუნდტრეკის დაწერა ეთხოვათ. ასე გახდა ფილმი “ოსკარის” მფლობელი – სიმღერამ, რომელიც ფილმისთვის დაიწერა, აკადემიის საუკეთესო ორიგინალი სიმღერის ჯილდო მოიპოვა.
#11 “Can’t Help Falling in Love” – UB40
Hot 100 Peak: No. 1 – 7 კვირის მანძილზე (1993)
სიმღერის ელვის პრესლისეულმა ვერსიამ 1962 წელს ჩარტებში მე-2 ადგილამდე მიაღწია, სამი დეკადის შემდეგ კი UB40-ს სთხოვეს მისი რემიქსის გაკეთება ფილმ “Honeymoon in Vegas”-ის საუნდტრეკისთვის. ფილმის პროდიუსერებმა მოგვიანებით უარი თქვეს სიმღერის გამოყენებაზე ბონოსა და U2-ს კომპოზიციის სასარგებლოდ. UB40-ის ჩანაწერი შესაძლოა საერთოდ დაკარგულიყო, რომ არა სხვა ფილმის, “Sliver”-ის პროდიუსერი, რომელმაც ტრეკი Virgin-ის საცავებისგან გამოიხსნა.
#10 “What’s Love Got to Do With It” – Tina Turner
Hot 100 Peak: No. 1 – 3 კვირის მანძილზე (1984)
EMI-ის Capitol-თან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ტინა ტერნერის პირველმა სინგლმა – ელ გრინის “Let’s Stay Together” ჩარტებში საკმაოდ ცუდი, 26-ე პოზიცია დაიკავა, თუმცა შემდეგი სიმღერა, რომელიც თავდაპირველად ბრიტანულმა პოპ-კვარტეტმა Bucks Fizz-მა შეასრულა, მაგრამ აღარ გამოსცა, ტინა ტერნერისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა.
#9 “She Loves You” – The Beatles
Hot 100 Peak: No. 1 – 2 კვირის მანძილზე (1964)
ჯონ ლენონმა და პოლ მაკარტნიმ “She Loves You” იორკშირში ავტობუსის ტურნეს დროს დაწერეს. პირველი სტროფის ნაცვლად სიმღერის პირდაპირ მისამღერით დაწყება -“She loves you, yeah, yeah, yeah” – ჯგუფის პროდიუსერის, ჯორჯ მარტინის იდეა იყო.
#8 “I Wanna Dance With Somebody (Who Loves Me)” – Whitney Houston
Hot 100 Peak: No. 1 – 2 კვირის მანძილზე (1987)
ჯორჯ მერილმა და შენონ რუბიკამმა ჰიუსტონისთვის “How Will I Know” დაწერეს. მათ სხვა სიმღერის დაწერა სთხოვეს, რის შემდეგაც შეიქმნა “Waiting for a Star to Fall”. ჰიუსტონის პროდიუსერმა კლაივ დევისმა ეს სიმღერაც დაიწუნა და მერილმა და რუბიკამმა ის თვითონ ჩაწერეს ჯგუფ Boy Meets Girl-ის სახელით. სიმღერის დაწერის მესამე მცდელობისას კი გამოვიდა კომპოზიცია “I Wanna Dance With Somebody (Who Loves Me)”, რომელიც საბოლოოდ ისტორიაში შევიდა.
#7 “Vision of Love” – Mariah Carey
Hot 100 Peak: No. 1 – 4 კვირის მანძილზე (1990)
Columbia-სთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე მერაია ქერიმ თავისი სადებიუტო სინგლი ბენ მარგულისთან ერთად დაწერა. მისი განმარტებით, სიმღერა არა იმდენად სიყვარულს, რამდენადაც იმ პერიოდში მისი სიცოცხლის დღესასწაულს ეძღვნება.
#6 “It Must Have Been Love” – Roxette
Hot 100 Peak: No. 1 – 2 კვირის მანძილზე (1990)
სიმღერა თავდაპირველად 1987 წელს დაიწერა როგორც საშობაო კომპოზიცია. ის პერ გესსელმა გადააკეთა ფილმ “Pretty Woman”-ის საუნდტრეკზე მუშაობის დროს. “როგორც გავიგე, რეჟისორს ძალიან მოეწონა სიმღერა, – განაცხადა გესსელმა, – და ფილმშიც კი შეიტანა მცირე შესწორებები სიმღერის გამო”.
#5 “Woman in Love” – Barbra Streisand
Hot 100 Peak: No. 1 – 3 კვირის მანძლზე (1980)
ეს სიმღერა სტრეიზანდისთვის ბარი და რობინ გიბებმა დაწერეს, თუმცა მათივე სიტყვებით, სიმღერის წარმატების უდიდესი ნაწილი მაინც შემსრულებელს ეკუთვნის. “ჩანაწერის წარმატების 80 პროცენტი სწორედ მას ეკუთვნის”, – განაცხადეს გიბებმა.
#4 “Crazy Little Thing Called Love” – Queen
Hot 100: No. 1 – 4 კვირის მანძილზე (1980)
ფრედი მერკურიმ ეს სიმღერა მიუნხენის “ჰილტონის” აბაზანაში ნებივრობისას დაწერა. ის აბაზანიდან გადმოხტა და გიტარასა და ფორტეპიანოსთან მიიჭრა, რომ მელოდია ფურცელზე გადაეტანა. მერკურის ლეიბლი ყოყმანობდა ამერიკაში სიმღერის გამოცემას, თუმცა რადიოსადგურებმა დაიწყეს ბრიტანეთიდან იმპორტირებული ფირფიტების დაკვრა.
#3 “I Will Always Love You” – Whitney Houston
Hot 100 Peak: No. 1 – 14 კვირის მანძილზე (1992)
ჰიუსტონის მთავარი ჰიტი პირველი იყო მისი კომპოზიტორის – დოლი პარტონისთვისაც. სიმღერის მისეული ვერსია ქანთრის ჰიტების სათავეში 1974 და 1982 წლებში მოექცა.
#2 “How Deep Is Your Love” – Bee Gees
Hot 100 Peak: No. 1 – 3 კვირის მანძილზე (1977)
ბარი, რობინ და მორის გიბებს ნანახიც კი არ ჰქონდათ ფილმ “Saturday Night Fever”-ის სცენარი, როდესაც ამ ფილმის საუნდტრეკისთვის სიმღერა “How Deep Is Your Love”-ს უსმენდნენ. ისინი დარწმუნებულები არ იყვნენ, იყო თუ არა ფილმში სასიყვარულო სცენა.
#1 “Endless Love” – Diana Ross & Lionel Richie
Hot 100 Peak: No. 1 – 9 კვირის მანძილზე (1981)
პროდიუსერმა ჯონ პიტერსმა და რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ლაიონელ რიჩის სთხოვეს სიმღერის დაწერა “Love Story”-ის მოტივებზე თავიანთი ფილმისთვის, რომელშიც ბრუკ შილდსი თამაშობდა. მოგვიანებით ძეფირელიმ რიჩის სთხოვა სიმღერისთვის ტექსტის დამატება, ხოლო შემდეგ ძეფირელისვე თხოვნით სიმღერა დაიანა როსს შეასრულებინეს.