fbpx

15 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ ამერიკაში მოღვაწე რეჟისორის, თათია ფილიევას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Crying Out Loud, რომელშიც ირაკლი კვირიკაძეც მონაწილეობს

ძირითადი ფოკუსი მიმართულია კაცის დაუცველობისკენ, კერძოდ, საზოგადოების მიერ ამ სქესისადმი დამკვიდრებული სტერეოტიპებისკენ. ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც რეჟისორი ამბობს,  ის არის, რომ კაციც შეიძლება იყოს ემოციური, გამოხატოს გრძნობები და იტიროს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

1.16 თებერვალს, 19 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისში, აბრეშუმის თეატრში გამართავს საგასტროლო წარმოდგენას „ფიროსმანი“

სპექტაკლის რეჟისორია თეატრალური პრემია „დურუჯი – 2018-ის“ მფლობელი ელენე მაცხონაშვილი.  ერთმოქმედებიან თოჯინურ სპექტაკლში გაცოცხლებულია დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. სპექტაკლი  ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

სპექტაკლში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის თეატრის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი ჯგუფის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.

 

 

ჯეკპოტის მფლობელმა $158 მილიონის ჩეკი Scream-ის კოსტიუმით გაანაღდა, რათა ნათესავებს არ ეცნოთ და მისთვის ფული არ მოეთხოვათ.

წყარო: https://twitter.com/

 

2019 წელს ბარბი ინკლუზიური ხდება

პოპულარული თოჯინების მწარმოებელი კომპანია Mattel 100 ახალ მოდელს გამოუშვებს, რომლებსაც უფრო რეალური სხეული ექნებათ, რაც ნაკლებად გამოყვანილ წელსა და ნორმალური სიგრძის კისერს გულისხმობს.

წყარო: https://www.instagram.com/

 

AMC-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სერიალის, Breaking Bad-ის ფილმზე მუშაობა მალე დაიწყება და ახალ-ახალი დეტალებიც ცნობილი ხდება

Netflix will have it first in a move that flips the script on how the original series was released on AMC and then sold to the streaming giant.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფილმი სერიალის სიუჟეტის გაგრძელება იქნება. სიქველში ისტორია ჯესი პინკმენის გარშემო განვითარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ აარონ პოლს თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლში კვლავ ვიხილავთ. გადაღებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე მეთოთხმეტე ოქროს მედალი მოიპოვა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი ჩემპიონი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენმა ჯერ ჯგუფური ეტაპი გადალახა, შემდეგ კი პლეი-ოფში ოლიმპიური სისტემით განაგრძო ტიტულისთვის ბრძოლა. ფინალის გზაზე ხეცურიანმა სამი მეტოქე დაამარცხა.

ფოტო: https://heretifm.com

 

სანდრო სულაძემ მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტი “გუშაგები” პროგრამა Berlinale Talents-ის ფარგლებში წარადგინა

Image may contain: 3 people, people sitting and outdoor

პროექტი 170-დან 12 საუკეთესოში მოხვდა. წარდგენამდე რეჟისორი 5 დღის განმავლობაში “გუშაგებზე” უცხოელ კინემატოგრაფისტებთან ერთად მუშაობდა და გამოცდილი კოლეგებისგან რჩევებს იღებდა.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.