fbpx

13 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

“მხევლის წიგნის” პრემიერის თარიღი ცნობილია – Hulu-ს საკულტო შოუ მესამე სეზონით 5 ივნისს დაბრუნდება. 

View this post on Instagram

June 5. #WakeUp

A post shared by The Handmaid's Tale (@handmaidsonhulu) on

წყარო: https://www.instagram.com

 

Coming to America-ს მეორე ნაწილი 2020 წლის 7 აგვისტოს გამოვა

პრინცი აკიმის როლში კვლავ ედი მერფი მოგვევლინება. სიუჟეტის მიხედვით, ის შეიტყობს, რომ შვილი ჰყავს და ზამუნდადან ამერიკაში ბრუნდება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო სექციიდან ჩინური ფილმი მოხსნეს

ფესტივალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელი ავტორის ფილმი ტექნიკური მიზეზების გამო მოიხსნა და ის ჯერ დასრულებული არ იყო.

წყარო: https://variety.com/

 

Netflix სერიალ Jupiter’s Legacy-ის გადაღებას გეგმავს. სერიალი მარკ მილარის კომიქსს ეფუძნება

კომიქსის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ჯოშ დუჰამელი, ლესლი ბიბი, ელენა კამპურისი და მეტ ლანტერი შეასრულებენ.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ოსკარის 4 ნომინაციას პირდაპირი ეთერის ნაცვლად სარეკლამო ჭრის დროს გამოაცხადებენ

კინოაკადემიის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ოთხი კატეგორიაა: “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი”, “საუკეთესო მონტაჟი”, “საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა”, “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი”.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ნახეთ: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა 21 პროექტი, მათგან II ტურში გავიდა 8 პროექტი. საბოლოოდ კი კინოცენტრისგან დაფინანსება ოთხმა მიიღო.

ესენია:  

  • პროექტი ,,სად მიდის ლიზა’’ (რეჟისორი – ნანა ჯანელიძე)
  • პროექტი ,,თხილი’’ (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი)
  • პროექტი ,,ცივი ღრუბლები’’ (რეჟისორი კახაბერ კიკაბიძე)
  • პროექტი ,,ტერცო მონდო’’ (რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი)

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.