fbpx

საუკეთესო სივრცეები თბილისში – “შენი სახლი ჯიქიაზე”


გააზიარე სტატია



ცოტა ხნის წინ ჩვენ გაგაცანით საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში მდებარეობს. “შენი სახლი ჯიქიაზე” თბილისში გამორჩეული ადგილია გამწვანებით, სკვერებით, მოხატული სადარბაზოებით და ძალიან საინტერესო სივრცეებით.  დღეს გაგაცნობთ ორ მათგანს, რომელებიც, ვფიქრობთ, ბევრს დაგაინტერესებთ.

 

მცენარეების მაღაზია Anemone • ანემონე

 

ანი არველაძე: ანემონე ჩემი საყვარელი მცენარეა, რომლის, სახელიც კი ძალიან მომწონს. რადგან ანი მქვია, ბევრი ფიქრობს, რომ მაღაზიის სახელწოდება ჩემს სახელს უკავშირდება. ამაზე მანამდე არ მიფიქრია, თუმცა სასიამოვნო დეტალია. მაღაზიის მთავარი კონცეფციის მიხედვით,  ერთ სივრცეში გაერთიანებულია ყველაფერი, რაც მცენარისთვის არის საჭირო. გვაქვს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მცენარეები,  მუშაობს გადარგვის სერვისი, რაც მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან მცენარე ჩამოდის ტორფში და რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებელია მისი ნიადაგში გადარგვა. ასევე გვაქვს მოვლის საშუალებები, ვიტამინები, შესაწამლი ნივთიერებები დაავადებული მცენარეებისთვის და ბაღის აქსესუარები დამწყები მებაღეებისთვის. ხშირად კითხულობენ და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან არ იყიდება მოჭრილი მცენარეები და ყვავილები, გვაქვს მხოლოდ ქოთნის მცენარეები, ხეები და ასევე გამომშრალი ყვავილები, რომლებიც მუდმივად ინარჩუნებენ სახეს. ჩვენთან მუშაობს ადგილზე მიტანის სერვისიც.

 

გვითხარით ყველაზე გამორჩეული მცენარე, რომელიც  ახლა მაღაზიაშია

ამ ეტაპზე გვაქვს ციტრუსი, რომელსაც ბუდას ხელი ჰქვია. შეგიძლიათ მისი ნაყოფი მიირთვათ კიდეც,  ძალიან გემრიელია. აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი. მისი მოვლა კი ოთახის პირობებში არ გაგიჭირდებათ, მთავარია კარგი განათება, გაზაფხულზე და ზაფხულში მისი გარეთ დადგმაც შეგიძლიათ. თუ ციტრუსებს სწორად და კარგად მოუვლით, ისინი წელიწადში სამჯერ ყვავილობენ და შესაბამისად, ნაყოფსაც იძლევიან. არსებობს ასევე ციტრუსის სასუქიც, რომელიც ძალიან ეხმარება მცენარეს აყვავებაში.

 

 

თუ შეიძლება დაინტერესებულმა ადამიანმა თქვენთან მცენარის მოვლა ისწავლოს

ამისთვის ძალიან აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვპასუხობთ, ვაძლევთ რჩევებს, ვასწავლით ამა თუ იმ მცენარის მოვლას. ბუნებრივია, თუკი აქ მოვა ვინმე, მასაც ვაძლევთ საჭირო რჩევებს თუ რეკომენდაციებს. რადგან ამ კუთხით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი დიდია, გაზაფხულიდან ვგეგმავთ სპეციალური ვორქშოპების მოწყობას,  სადაც ადამიანები მცენარეების მოვლას შეისწავლიან.

 

თუ მუშაობთ გარე ინტერიერზე, ბაღის დიზაინზე

დიახ, გვაქვს ასეთი სერვისიც.  ეზოში მცენარის ჩარგვიდან დაწყებული, ბაღის სრული დიზაინით დამთავრებული.

 

 

თუ არის შესაძლებელი თქვენთან მცენარის შეკვეთა. მაგალითად, თუკი მომხმარებელს უნდა პალმის ყიდვა და  მაღაზიაში არ გაქვთ, შეგიძლიათ შეუკვეთოთ?

ვცდილობთ, რომ ეს სერვისიც შევთავაზოთ მომხმარებელს. ძირითადად ბაზარი ერთნაირია და მსგავსი მცენარეები ჩამოდის, თუმცა ხშირად ვმოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვპოულობ ხოლმე მცენარეებს, რომლის შესახებაც  მანამდე მეც არ ვიცოდი, შემდეგ კი ჩამომაქვს “ანემონეში”.

 

რომელია ყველაზე პოპულარული მცენარე ინტერიერისთვის?

სპატიფილუმი, რომელსაც ქალთა ბედნიერებასაც ეძახიან. ის ნასას კვლევაშიც მოხვდა, იმ მცენარეთა ათეულში, რომლებიც ყველაზე აქტიურად წმენდენ ჰაერს. ასევე სანსივიერა, რომელიც ძალიან მარტივი მოსავლელია და ღამის საათებში დიდი რაოდენობით გამოყოფს ჟანგბადს, ხშირად მას ბავშვის ოთახისთვის იყენებენ. ჩემი რეკომენდაციაა ამ ორ მცენარესთან ერთად ინტერიერისთვის შეიძინოთ ზამიოკულკასი,  რომელიც გარდა იმისა, რომ მარტივი მოსავლელია, ვიზუალურადაც ლამაზია.

 

 

გვესაუბრეთ “ანემონეს” საკვირაო სკოლაზე

“ანემონეს” განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს ბავშვებთან, ამიტომაც გადავწყვიტეთ მათთან კიდევ უფრო დაახლოება, რაშიც ჩვენს სივრცეში გახსნილი საკვირაო სკოლა გვეხმარება. საკვირაო სკოლა  ,,ანემონეს“ მიზანია სახალისო აქტივობებით აღუძრას მოზარდებს ბუნების მიმართ ინტერესი,  სიყვარული და მზრუნველობის გრძნობა; დაეხმაროს მათ გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობირებაში.

გამოუმუშაოს კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები –  შეასწავლოს მცენარეებისგან დეკორატიული და ორიგინალური კომპოზიციების შექმნის ტექნოლოგიები,  ამავე დროს დაეხმაროს თანატოლებთან კომუნიკაციის სირთულის დაძლევასა და გუნდურად მუშაობის გამოცდილების შეძენაში.

 

Pocket Studio – ჯიბის სტუდია

 

ანა ჩუბინიძე: ეს სტუდია ორმა მხატვარმა ანა ჩუბინიძემ და ელენე ჭიჭაშვილმა დავაარსეთ. დიდი ხანია ვმეგობრობთ და დაახლოებით 2 წლის წინ სტუდიის გაკეთება გადავწყვიტეთ. 2016 წელს გადავიღე ფილმი “ჯიბის კაცი”, რომლის  მხატვარი ელენე იყო. მისი დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ სტუდიის დაარსება, სათაური ფილმიდან ავიღეთ და გავაკეთეთ “ჯიბის სტუდია”. სახელწოდება ჩვენი ცხოვრების სტილსაც შეესაბამება, რადგან ბევრს ვმოგზაურობთ სხვადასხვა ფესტივალებზე, ჩვენი სტუდია თითქოს ჯიბით დაგვაქვს.

 

ახლა თუ მუშაობთ ანიმაციაზე

ზალცბურგის რეზიდენციაში ყოფნისას საგამოფენოდ ილუსტრაციები გავაკეთე, რომელიც წიგნის ფორმატში გამოვფინე და მომიწია მასზე მოთხრობაც დამეწერა. ეს მოთხრობა ძალიან მიყვარს და ახლა ვამუშავებ სცენარად. “ფრენცის სამზარეულო” იქნება ჩვენი შემდეგი ანიმაცია, რომელსაც პროდუსინგსაც თავად გავუწევთ. მისი მაკეტი გავაკეთეთ კინოცენტრისთვის და რაც მთავარია მივიღეთ დაფინანსება. “ფრენცის სასადილო” იქნება საქართველოს, საფრანგეთის და კანადის კო-პროდუქცია. კვლავ ჩართული იქნება სტუდია “ფოლიმაჟი”, რომელიც პარტნიორობს კანადასთან და ჩვენს პროექტზე კანადიდან ჩართული იქნება NFB, მათი კინოს ნაციონალური ბორდი, სადაც მუშაობენ როგორც კანადურ, ასევე საერთაშორისო პროექტებზეც. “ფრენცის სასადილოსთვის” ეს სტუდია იმუშავებს ხმაზე და მუსიკაზე. თუმცა კომპოზიტორი  ერეკლე გეწაძე იქნება.

 

 

მოგვიყევით რაზეა “ფრენცის სასადილო”

ფრენცი არის უცხოპლანეტელი მზარეული და თავის პატარა პლანეტაზე მარტო ცხოვრობს. მთელი ფილმი იქნება მის თავგადასავალზე, როგორ აღმოაჩენს სხვა პლანეტას, სადაც იქ მცხოვრებლებს არ შეუძლიათ საჭმლის მომზადება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პროდუქტი აქვთ, როგორ დაუმეგობრდება მათ და ასწავლის უგემრიელესი კერძების მომზადებას. მაყურებელი მას 2020 წლის დასაწყისში ნახავს.

 

 

მოგვიყევით თქვენი ღონისძიებების შესახებ

ამ სივრცეში ძალიან ხშირად ვატარებთ ხოლმე საბავშვო, უფასო ღონისძიებებს, რომლებსაც ძირითადად აქ მცხოვრები ბავშვები ესწრებიან, თუმცა ნებისმიერ ბავშვს შეუძლია დაესწროს ჩვენს აქტივობებს, სადაც ვუყურებთ ფილმებს, ვატარებთ ვორქშოპებს და ვაკეთებთ სამგანზომილებიან წიგნებს, ვამზადებთ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს და, რა თქმა უნდა, ვხატავთ.

 


რეკომენდებული სტატიები
საინტერესო სივრცეები თბილისში - საცხოვრებელი კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

საინტერესო სივრცეები თბილისში - საცხოვრებელი კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"

საინტერესო სივრცეები თბილისში - საცხოვრებელი კომპლექსი "შენი სახლი ჯიქიაზე"
ვაგრძელებთ საუკეთესო სივრცეების გაცნობას საცხოვრებელი კომპლექსიდან “შენი სახლი ჯიქიაზე” - კაფე “ბოტანიკა” და აზროვნების აკადემია “ლიტერატო”
“შენი სახლი ჯიქიაზე” განსხვავებული სადარბაზოებით
Play Video

“შენი სახლი ჯიქიაზე” განსხვავებული სადარბაზოებით

“შენი სახლი ჯიქიაზე” განსხვავებული სადარბაზოებით
ჯიქიას ქუჩაზე, პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში, გარდა უზარმაზარი მწვანე ტერიტორიისა - თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სადარბაზოებია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.