როგორ ვიცეკვოთ ტექნო – გაკვეთილები კლაბინგის მოყვარულთათვის
კლუბები სავსეა ტიპაჟებით – კლასიკური ტექნო ბოტებით დაწყებული, ეისიდ დათვებითა და ნეო ინდუსტრიალებით დამთავრებული. თუმცა ეს კლასიფიკაცია მხოლოდ შესახედაობით არ შემოიფარგლება – შენი იდენტობა დენსფლორზე შენს მოძრაობებსაც განსაზღვრავს.
ამ ვიდეოში, ერთ-ერთი ორთოდოქსი კლაბერი – მიტჰარა ბუი შთამბეჭდავი სიზუსტით უღრავდება იმ მოძრაობების დეტალებს, რომლებსაც კლუბების გარემოში ნახავთ.
მოძრაობები სახელებით “ცურვა”, “აკაჩავე ბაიკი” და “ბოქსინგი” იძლევა ძალიან საჭირო ლექსიკონს როკვის იმ ფორმებისთვის, რომლებსაც გარიჟრაჟის საათებში აქვს ადგილი.
ეს ვიდეო იდეალურია არა მხოლოდ დენს ლექსიკონის გარკვეული სიტყვების შესასწავლად, არამედ ასევე გაძლევთ შანსს რომ მოუსმინოთ Berghain-ის ჰიმნების ნაწილსაც, მაგალითად Ben Klock-ის Subzero-ს.
ცეკვის რომელი სტილი გახასიათებთ თქვენ? – ნახეთ ვიდეო და გაარკვევთ, რომელიც.