fbpx

„ცნობილი სახეები“ მორტონ ნამენიის მიხედვით – ფოტოპროექტი


გააზიარე სტატია


სიგეტის ფესტივალი (Sziget Festival) მუსიკისა და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორუმია ევროპაში, რომელიც ყოველ ზაფხულს, 1993 წლიდან, ბუდაპეშტში იმართება.

 

წელს მუსიკალური ფორუმი 8-15 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ისეთმა მომღერლებმა და ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: კენდრიკ ლამარი, შვედი მომღერალი Lykke Li, Gorillaz, Cigarettes After Sex, Lana Del Rey, Parov Stelar, Liam Gallagher, Arctic Monkeys, Gogol Bordello, Bonobo და მრავალი სხვა.

სიგეტის ფესტივალზე იმყოფებოდა უნგრელი ჟურნალისტი მორტონ ნამენიი, რომელმაც ამ მუსიკალური დღესასწაულის ამსახველი მეტად ორიგინალური და უჩველო ფოტორეპორტაჟი გააკეთა. მან სხვადასხვა ეპოქისა და მხატვრული მიმართულებების ნახატების პერსონაჟები შეარჩია და ფესტივალზე ამოაყოფინა თავი.

 

  • ასე მოხვდა სევდიანი ჯოკონდა მთავარ სცენასთან. აღმოჩნდა, რომ მონა ლიზას ჯგუფ Cigarettes After Sex-ის მელანქოლიური სიმღერები უყვარს;

 

  • ეჟენ დელაკრუას პერსონაჟი ცნობილი ტილოდან „თავისუფლება უძღვება ხალხს“ ახალგაზრდა მსმენელში გაერია;

 

  • რუბენსის ანდრომედე პერსევსის გარეშეც მშვენივრად გაერთო;

 

  • მძიმე სამუშაო დღის ბოლოს, გრანტ ვუდის ფერმერთა ცნობილი წყვილი Arctic Monkeys-ის კონცერტზე მოდუნდა;

 

  • „ღმერთის მიერ ადამის შექმნა“, მიქელანჯელო;

 

  • ინგლისელი პორტრეტისტის, ჯონ რაილის მოსამსახურე ბრიჯით ჰოლმსმა ფესტივალზეც იფუსფუსა;

 

  • რომანტიზმის ეპოქის იტალიელი ფერმწერის, ფრანჩესკო აიეცის „კოცნა“;

 

  • ესპანელი რეალიზმის წარმომადგენლის, ხულიო რომერო დე ტორესის პერსონაჟი ტილოდან „მკითხავი“;

 

  • იტალიელი რეალისტის, ფაუსტო ზონაროს „გოგონა გოგრით“;

 

  • ფრანგი მხატვრის, ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის „გრაფის ასული“;

 

  • სანდრო ბოტიჩელის – „ვენერას დაბადება“;

 

  • ედგარ დეგას – „მოცეკვავე“;

 

მორტონ ნამენიიმ სიგეტის ფესტივალი-ის ფოტოპროექტის ჟანრს Fine-crazy-art დაარქვა. უნგრელი ფოტოჟურნალისტის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე.


რეკომენდებული სტატიები
Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა
მოჩუხჩუხე მდინარეები კორპუსებს შორის, აყვავებული საბჭოთა ნაგებობები, ფლამინგოები მიტოვებულ შენობებთან და ზვიგენები გმირთა მოედანზე - ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც Piro$money-ს გვერდებზე ნახავთ
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.