fbpx

თქვენი დნმ შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიის ხელში აღმოჩნდა


გააზიარე სტატია

 

ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა GlaxoSmithKline-მ 300 მილიონ დოლარად შეიძინა  გენეოლოგიური კომპანიის წილი, რომელიც დნმ-ის სანაცვლოდ თქვენი წინაპრების შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ. კომპანიების განცხადებით,  გაერთიანება მათ საშუალებას მისცემს “ახალი სამკურნალო საშუალებები” შეიმუშაონ.

კომპანია 23andMe-ის საცავებში დაგროვილი კლიენტების გენეტიკურ მასალას GlaxoSmithKline  ახალი წამლების ლიცენზირების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის და მედიკამენტების ბაზარზე უფრო მოკლე დროში გამოსატანად გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გენეტიკური კომპანია 23andMe-ის კლიენტების 80%-ს თანხმობა აქვს გაცხადებული კვლევითი მიზნებისთვის მათი გენეტიკური მასალის გამოყენებაზე. დღემდე წინაპრების შესახებ ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ, კომპანიისთვის თავისი გენეტიკური მასალა, ნერწყვის სახით, გადაცემული აქვს 5 მილიონ ადამიანს.

 

 

ადამიანების დნმ ახლა უკვე ფართო მოხმარების საგანია, ხოლო კომპანია 23andMe, რომელიც გენეტიკური მასალის ყველაზე დიდ ბაზას ფლობს,  მოწინავე ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობს.

გენეტიკური მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, 23andMe თარჯიმნის როლს ასრულებს, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმები კოდების ფორმატში გადაჰყავს, რომლებიც შემდგომი ანალიზისთვის მონაცემთა დიდ ბაზებში ინტეგრირდება. მონაცემთა დიდი ბაზები ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის მოგების საწინდარია, რადგან მათი საშუალებით შეიძლება ექსპერიმენტული მედიკამენტების შემუშავება და მომხმარებლებზე გაყიდვა, მათი ინდივიდუალური გენეტიკური პროფილების შესაბამისად.

23andMe თავისივე ვებსაიტზე წერს თქვენი გენეტიკური მასალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ: “თქვენი გენეტიკური მონაცემები, დიაგნოზი თუ სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს უსაფრთხოების სისტემის გატეხვისას. ასეთი ინციდენტის შემთხვევაში, მონაცემები, რომლებიც თქვენს პირად ინფორმაციას შეიცავს, შეიძლება გასაჯაროვდეს ან  სადაზღვევო კომპანიების ხელში მოხვდეს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენთვის დაზღვევის მიღების პროცედურაზე.”

თუკი გისარგებლიათ კომპანია 23andMe-ს მომსახურებით და არ გსურთ, რომ თქვენი გენეტიკური ინფორმაცია ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა თავიანთი ბიზნეს-ინტერესებისთვის გამოიყენონ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე და გააუქმოთ თქვენი ანგარიში. თუმცა, კომპანია გვაუწყებს, რომ:  “თუ თქვენი მონაცემები უკვე გამოყენებულია ანგარიშის გაუქმების მოთხოვნის შემოსვლამდე, პროცესის უკან დაბრუნება ან მასალის შესახებ მონაცემების გამოთხოვა შეუძლებელი იქნება”.

https://returntonow.net

 


რეკომენდებული სტატიები
ადამიანის ფორმირების ფოტოები ჩასახვიდან დაბადებამდე

ადამიანის ფორმირების ფოტოები ჩასახვიდან დაბადებამდე

ადამიანის ფორმირების ფოტოები ჩასახვიდან დაბადებამდე
1965 წელს ჟურნალმა LIFE-მა გამოაქვეყნა ლენარტ ნილსონის განსაცვიფრებელი ფოტოები, რომლებიც ასახავდა ბავშვის ჩასახვის პროცესს. ნახეთ, როგორ იქმნება სიცოცხლის მშვენიერება
კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები
უმეტესობა ჩვენგანი კანაფს, ანუ მარიხუანას მხოლოდ  ფსიქოტროპული თვისებებით იცნობს. მაგრამ ბოლო ხანებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანაფის ლეგალიზებამ შექმნა ამ მცენარეზე სამეცნიერო დაკვირვებისა და მისი სხვა რაკურსით გაცნობის შესაძლებლობაც
საბავშვო  წრეები მეცნიერებასა და რობოტექნიკაში

საბავშვო წრეები მეცნიერებასა და რობოტექნიკაში

საბავშვო  წრეები მეცნიერებასა და რობოტექნიკაში
რამდენიმე „სკოლის” შესახებ, სადაც ბავშვები შეიძლება მეცნიერებებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.